ღორის ხორცი - მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება
ღორის ხორცი ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი პროდუქტია, რადგან ფიქრობენ, რომ იგი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ღორის ხორცს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის.
100 გრ ღორის ხორცის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებაა:
✔ კკალორია: 297
✔ წყალი: 53%
✔ ცილა: 25,7 გრამი
✔ ნახშირწყლები: 0 გრამი
✔ შაქარი: 0 გრამი
✔ ბოჭკო: 0 გრამი
✔ ცხიმი: 20,8 გრამი
✅ღორის ხორცი, როგორც ყველა ხორცი, ძირითადად ცილებისგან შედგება.
☑️იგი შეიცავს ცხრა აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც აუცილებელია თქვენი სხეულის ზრდისა და განვითარებისათვის. სინამდვილეში, ხორცი ცილის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წყაროა.
ღორის ხორცის კერძების სანახავად დააჭირეთ ფოტოს
ღორის ხორცი სხვადასხვა მინერალების და ვიტამინების წყაროა მათ შორის:
✔თიამინი(B-ჯგუფის ვიტამინი)
✔სელენი
✔რკინა
✔ფოსფორი
✔თუთია(თუთია აუცილებელია ჯანმრთელი ტვინისა და იმუნური სისტემისათვის)
✔ვიტამინი B12(რომელიც ძირითადად მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათში გხვდება)
✔ვიტამინი B3
✔ვიტამინი B6
ღორის ხორცი ასევე შეიცავს ტაურინის, კრეატინის და ბეტა-ალანინს, რომლებიც კუნთებს ავითარებს.
გარდა ბევრი სასარგებლო თვისებისა, ღორის ხორცი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის დიდი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდებული.
იმისათვის, რომ ღორის ხორცი უვნებელი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მომზადების დროს მისმა შიდა ტემპერატურამ მიაღწიოს 71°C-ს.
ავტორი: ირაკლი არაბული