აქვეითებს თუ არა მადას წყალი და ყავა? - ენდოკრინოლოგის პასუხი
აქვეითებს თუ არა მადას წყალი და ყავა? - ენდოკრინოლოგის პასუხი

ადამიანები, რომლებსაც დიეტის დაცვა უჭირთ, ხშირად ეძებენ მადის დაქვეითების და საკვებზე მოთხოვნილების შემცირების გზებს. რეალურად არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხები, რაც მადის დაქვეითებას იწვევს, ამის გასარკვევად ენოკრინოლოგ მზია ფიცხელაურს დავუკავშირდით.

 

- მადის დაქვეითება, ქცევასთან ცალსახად დაკავშირებული არ არის. თუმცა, გარკვეული ქცევები ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმალური მადა, არც მომატებული და არც დაქვეითებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის არის გარკვეული საკვები, რომელიც კუჭის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, ამის ფონზე მადა მატულობს. ვიღაცას ვაშლი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ვიღაცას კეფირი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს.

 

ამ თემასთან მიმართებით, რომ კონკრეტული რომელიმე საკვები მადის დამაქვეითებელი იყოს, ეგეთი რამ არ არსებობს. მაგრამ, ყველაზე მეტად, რაც მადაზე დადებითად და კარგად მოქმედებს, ეს არის ჯერადი, ბალანსირებული კვება, დღის განმავლობაში. არასდროს არ ჩაითვლება ფიზიოლოგიურ ნორმად მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და საღამოთი ერთჯერადად მიღებული საკვები. ან დღის განმავლობაში, არასწორი, მარტივი საკვების მიღება და საღამოთი ძირითადი კვების მიღება. თუ იქნება სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი - ამ შემთხვევაში ჯერადად მიღებული სწორი ენერგია, მადის დაქვეითებას ან გამძაფრებას აღარ გამოიწვევს.

 

- საღეჭი რეზინი, წყალი, ყავა - ხშირად ამბობენ, რომ ეს საშუალებები ჭამის მადას უქვეითებთ. ეს რამდენად შე
ესაბამება სიმართლეს?

 

- ეს მითია. ძალიან ინდივიდუალურია. საღეჭი რეზინი ვიღაცისთვის კუჭ-ნაწლავის ფერმენტაციისთვის სტიმულაციას იწვევს, შესაბამისად შივდება. ვიღაცასთან ამას არ იწვევს. ეს ინდივიდუალურ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული და ზოგადი კომენტარის გაკეთება, არ შეიძლება. ვიღაცას შეიძლება დესერტად სჭირდება ხილი. ვიღაცას საკვებს შორის შუალედში ხილი აშიებს, ვიღაცა ს- პირიქით, ანაყრებს და უფრო მარტივად მიდის შემდეგ კვებამდე.

 

გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
16 ივნისი, 2021
ნანახია: 1929