გაყინული თევზის მომზადების აუცილებელი წესები - Gemrielia.ge

გაყინული თევზის მომზადების აუცილებელი წესები

საქართველოში, ძირითადად, გაყინული თევზი იყიდება. თუკი ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის პრემიალური პროდუქტის ყიდვა გვსურს, მაგალითად, როგორიცაა ველური ორაგული, მაშინ არჩევანი გაყინულ თევზზე უნდა შევაჩეროთ. 

 

მითია ის მოსაზრება, თითქოს, გაყინული თევზი ახალდაჭერილზე ცუდი იყოს. მეტიც, გაყინული თევზის ძირითადი დადებითი მხარე ისაა, რომ ის უკვე გასუფთავებულია და თავისუფალია პარაზიტებისგანაც. ხშირად კი, ოპტიმალურ პორციებადაა შეფუთული. 

 

თანამედროვე შოკური გაყინვის ტექნოლოგიების წყალობით, მსოფლიოს წამყვანი თევზის კომპანიები ახლადდაჭერილ თევზს ზღვაშივე ყინავენ, შედეგად, კი მისი არომატის, გემოს და ტექსტურის შენარჩუნებას აღწევენ. 

 

იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევარჩიოთ, აუცილებელია ამ რამდენიმე, მარტივი წესის გათვალისწინება. 

 

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ქვეყანას და მწარმოებელს, სადაც არის თევზი დაჭერილი. როგორც წესი, ალასკური თევზმჭერი კომპანიები ველურ თევზს ყიდიან. ველური თევზი ნიშნავს იმას, რომ ის არაა ანტიბიოტიკებსა თუ სხვადასხვა საკვებ დანამატებზე გაზრდილი. მან საკუთარი თავის გამოკვება თავადვე მოახერხა. გარდა ამისა, აშშ ალასკის აკვატორიის სისუფთავეზე განსაკუთრებულად ზრუნავს. აქ ადამიანის ჩარევა მინიმალურია.

 

სწორედ ამიტომაც, თუკი შეფუთვაზე წარწერა „ალასკას“ დაინახავთ, იცოდეთ, რომ ხელში პრემიალური პროდუქტი გიჭირავთ.
თევზს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული. ჭიქური თევზს ჟანგვისა და ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს, თუმცა მისი ფენა უნდა იყოს თხელი, ერთგვაროვანი და გამჭვირვალე. 

 

გარდა ამისა, შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული. თევზის შეძენის შემდეგ, ის რაც შეიძლება მალე ჩადეთ საყინულეში, რადგან თევზის გალღობა და მისი ხელახალი გაყინვა პროდუქტის ხარისხს აზიანებს. 

 

რაც შეეხება მომზადებას, უმჯობესია, თევზი წინასწარ ამოიღოთ საყინულიდან და შეინახოთ მაცივარში, ქვედა თაროზე. მისი ლღობის დრო 10-24 საათია, რაც დამოკიდებულია მის სიდიდეზე. აუცილებლად მოათავსეთ სადრენაჟე ჭურჭელში, რათა წყლის დაგროვება გამორიცხოთ. 

 

გალღვობის სწრაფი მეთოდებისადმი ძალზე ფრთხილი მიდგომაა აუცილებელი - არასწორი ლღობა თევზის ხარისხს აუარესებს. ლღობის შემდეგ პროდუქცია გაცივებულ მდგომარეობაში შეინახეთ. 

 

თევზი და ზღვის პროდუქტები საქონლის ხორცისგან და სხვა ხორცპროდუქტებისგან განსხვავდება და მისი შენახვა და დამუშავება უფრო ფაქიზად უნდა მოხდეს. თევზებს არ გააჩნიათ ისეთი კუნთოვანი სისტემა, როგორიც ხმელეთის ცხოველებს აქვთ. თევზის და მისი საცხოვრებელი გარემოს ტემპერატურა უფრო დაბალია, ამიტომ მასთან ფრთხილი მოპყრობაა აუცილებელი, შენახვისას შენარჩუნებული იყოს ტენიანობის და ტემპერატურის რეჟიმი. 

 

გაყინული პრემიალური ხარისხის, ველური ორაგულის შეძენა პირდაპირ ალასკიდან ქართულ სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ. 
 

R