რომელი პროდუქტი გაგიწმენდთ ორგანიზმს ზაფხულში და რატომ არ შეიძლება ე.წ. ეფექტური დიეტების დაცვა
რომელი პროდუქტი გაგიწმენდთ ორგანიზმს ზაფხულში და რატომ არ შეიძლება ე.წ. ეფექტური დიეტების დაცვა

ზა­ფხულ­ში წო­ნის პრობ­ლე­მა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით წუ­წუ­ნე­ბენ, ამი­ტომ ბევ­რი მი­მარ­თავს ზა­ფხუ­ლის ე.წ. ეფექ­ტურ დი­ე­ტებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, ხი­ლის, ან ბოსტნე­უ­ლის სამდღი­ა­ნი დი­ე­ტა და ამ პე­რი­ოდ­ში ჭა­მენ, ვთქვათ, მხო­ლოდ ნესვს, ან ატამს ან კი­დევ კიტრს და ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს ასე ებ­რძვი­ან... რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მსგავ­სი ხან­მოკ­ლე დი­ე­ტე­ბი და რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია მათი დაც­ვა - ამ თე­მა­ზე ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

- დღის რა­ცი­ონ­ში მო­ნო­დი­ე­ტე­ბის ჩარ­თვა მი­სა­ღე­ბია, რად­გა­ნაც ეს ორ­გა­ნიზ­მის ერ­თგვა­რი გაწ­მენ­დაა, მაგ­რამ ასე­ვე ამ დროს უნდა ვი­ცო­დეთ შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვა, ანუ რითი ვი­წყობთ ამ გან­ტვირ­თვის დღე­ებს.

 

ზა­ფხუ­ლი მდი­და­რია ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით, სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, არ­ჩე­ვა­ნი დი­დია. თუმ­ცა ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბი­სას უნდა გვახ­სოვ­დეს ზო­მი­ე­რე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს. ნეს­ვი ძა­ლი­ან მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლია, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყლებს შე­ი­ცავს და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნახ­შირ­წყლე­ბის გამო მისი სამი-ოთხჯერ მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გა­ნაც მდგო­მა­რე­ო­ბას ვამ­ძი­მებთ, კერ­ძოდ, ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლას, რა დრო­საც ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლე­ბის ჩა­ლა­გე­ბა ხდე­ბა.

 

თუ ავი­ღებთ სა­ზამ­თროს, ის და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტია, მისი შემ­ცვე­ლო­ბის 70% და­ახ­ლო­ე­ბით წყა­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ სა­ზამ­თრო გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ ამა­შიც ზო­მი­ე­რე­ბა და დო­ზი­რე­ბის დაც­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

 

ხოლო თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხილს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, სა­სურ­ვე­ლია ხი­ლის ასორ­ტი იყოს, სულ კილო-ნა­ხე­ვა­რის ოდე­ნო­ბით (სა­ზამ­თროს შემ­თხვე­ვა­ში, 2 კი­ლოგ­რა­მის), რო­გორც გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვთქვით, სა­ზამ­თრო­ში, ვიდ­რე სხვა ხილ­ში, წყლის შემ­ცვე­ლო­ბა ბევ­რად მე­ტია, შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­როს. ამი­ტომ ასეთ დროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.

 

- კერ­ძოდ რას გუ­ლის­ხმობთ?

 

- რო­დე­საც არის შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, თირკმლის... თუ კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა კენ­ჭის დაძ­ვი­რის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით დას­რულ­დეს... ბოსტნე­უ­ლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი გა­მოვ­ყოთ და ზა­ფხუ­ლის ერთ-ერთი და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი კიტ­რია, პო­მი­დო­რიც და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია, მაგ­რამ მეტ-ნაკ­ლე­ბად კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქტსა და ნაღ­ვლის ბუშტს აღი­ზი­ა­ნებს, ამი­ტომ, მხო­ლოდ პო­მიდვ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დის­კომ­ფორ­ტს გა­მო­იწ­ვევს.

 

გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
18 ივნისი, 2021
ნანახია: 1901