„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება - Gemrielia.ge

„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

20 ივნისს ქვეყნის ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ. როგორც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი აღნიშნავს, მაყურებელს „მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი ელოდება.

 

 

 

 

განსაზღვრული გეგმის მიხედვით გამარჯვებული ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ „მასტერშეფის“ ისტორიაში პირველად გადაღება შეწყდა და ფინალიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ერთგულ მაყურებელს კარგად ემახსოვრება, რომ ერთ-ერთმა ფინალისტმა, ნინო ვარშანიძემ, კერძის მომზადების დროს თითები დაიზიანა. ჭრილობა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ ფინალისტი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფინალის დაწყების წინ ერთ-ერთმა ფინალისტმა, დიტრიხამ, ნინოსა და იოსის დანები აჩუქა.

 

 

 

საავადმყოფოში მისულ ნინოს პროტოკოლიდან გამომდინარე კორონავირუსის ტესტი გაუკეთდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამდენად, „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის ფინალი ნამდვილად სერიოზული მიზეზის გამო გადაიდო. საბედნიეროდ, ნინო და დანარჩენი ფინალისტები - დიტრიხა შარაშიძე და იოსი კაკიაშვილი - თავს კარგად გრძნობენ და დიდი ფინალისთვისაც მზად არიან.

 

 

 

როგორც ჩანს, მაყურებელს დიდი ბრძოლა ელოდება და, რა თქმა უნდა, ყველაზე ღირსეული გაიმარჯვებს!

 

შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონის გრანდიოზული ფინალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 22:00 საათზე დაიწყება.