სიმიტი, მენემენი, სუთლაჯი... 5 გემრიელი რამ, რასაც ყველა თურქული სერიალის გმირი ჭამს (თან ისე, რომ ჩვენც მოგვანდომეს) - Gemrielia.ge

სიმიტი, მენემენი, სუთლაჯი... 5 გემრიელი რამ, რასაც ყველა თურქული სერიალის გმირი ჭამს (თან ისე, რომ ჩვენც მოგვანდომეს)

თურქული სერიალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის, საქართველოშიც. მარტივი სიუჟეტი, პატარა თუ დიდი ინტრიგები, საყვარელი მსახიობები და სტამბულის ულამაზესი კადრები უკვე საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ თურქულ სერიალებს მაყურებელი ჰყავდეს. თუმცა მხოლოდ ეს არ არის.

 

არ არსებობს თურქული სერიალი, რომელშიც თურქული სამზარეულო მთელი თავისი მრავალფეროვნებით არ იყო წარმოჩენილი. თურქული სერიალების მთავარი გმირები ხშირად თავადაც ამზადებენ ისეთ კერძებს, როგორიცაა პოპულარული საუზმე „მენემენი“, ბრინჯის პუდინგი თუ სხვა. რაც მთავარია, აუცილებლად ყველა პერსონაჟი ერთხელ მაინც ყიდულობს ქუჩაში სიმიტს - ეს ჟანრის დაუწერელი კანონია. ყველაფერი იმდენად მიმზიდველად გამოიყურება, რომ ხშირად სერიალში ნანახის მომზადება მაყურებლებსაც უნდებათ ხოლმე. გიზიარებთ 5 რეცეპტს, რომლებიც სწორედ თურქული სერიალების გავლენით შეიყვარა ბევრმა ჩვენგანმა.

 

 

1. მენემენი

 

როგორც უკვე ვთქვით, მენემენის გარეშე თურქული სერიალის საუზმე წარმოუდგენელია. ის ჩვენებურ ჩიჟიბიჟს ჰგავს. არ დავიწყებთ იმის განხილვას, რომელი იყო პირველი, პირდაპირ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

 

ინგრედიენტები:

 

  • კვერცხი - 3-4 ც
  • ზეითუნის ზეთი - 2-3 სკ
  • კარაქი - 1 სკ
  • ტკბილი მწვანე წიწაკა - 3-4 ც
  • პამიდორი, კანგაცლილი - 2 ც
  • ყველი ფეტა - 1/3 ჭიქა (ან თქვენთვის სასურველი სხვა ყველი)
  • მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

2. სიმიტი

 

ჩვენთან ყველა ქუჩის კუთხეში არ იყიდება სიმიტი, მაგრამ მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ.

 

ინგრედიენტები:

 

  • ფქვილი - 520 გ
  • რძე - 300 მლ
  • კარაქი - 80 გ
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 5 ჩ.ლ
  • თაფლი - 3 ს.კ
  • წყალი - 300 მლ
  • სეზამის მარცვლები - 150 გ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

3. ბრინჯის პუდინგი

 

კიდევ ერთი გემრიელი რამ, ამჯერად დესერტი, ბრინჯის პუდინგია. ბრინჯის ფაფაში ნუ აგერევათ, ეს ცოტა სხვანაირად მზადდება.

 

ინგრედიენტები:

 

  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • ცხელი წყალი - 3 ჭიქა
  • რძე - 600 მლ
  • შაქარი – 1 ჭიქაზე ოდნავ ნაკლები
  • ვანილი - 1 შეკვრა

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

4. პური

 

თურქული პურის გარეშე ვერცერთი საუზმე თუ სადილი ვერ ჩაივლის. სერიალის გმირები მადიანად შეექცევიან ხოლმე პურსა და მენემენს და არც ხელების დასვრას ერიდებიან.

 

ინგრედიენტები:

 

  • ფქვილი - 500 გ
  • თბილი რძე - 150 მლ
  • თბილი წყალი - 150 მლ
  • მარილი - 1 სკ
  • მშრალი საფუარი - 2 სკ
  • ზეითუნის ზეთი - 3 სკ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

5. რახათ-ლუხუმი

 

გემრიელ სადილსა თუ ვახშამს ნამდვილი თურქული რახათ-ლუხუმი აგვირგვინებს.

 

  • ფსტა (ფისტაშკა) უმარილო - 4-5 ს.კ
  • ვარდის წყალი - 4 ჩ.კ
  • შაქრის პუდრი - 450 გ +4 ს.კ
  • კულინარიული საღებავი, წითელი ან ვარდისფერი
  • წყალი - 260 მლ
  • ჟელატინი - 30 გ
  • სახამებელი - 1 ჩ.კ

 

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

ეს ყველაფერი კი თურქული ყავისა თუ ჩაის გარეშე წარმოუდგენელია. ჩაუჯექით თქვენს საყვარელ სერიალებს და თან წაიკითხეთ, როგორ უნდა მოხარშოთ და მიირთვათ ნამდვილი თურქული ყავა.