„ქმარს ომბალო დავაბარე და რა მომიტანა...“ − სახალისო ისტორები, რომლებიც გულიანად გაცინებთ - Gemrielia.ge

„ქმარს ომბალო დავაბარე და რა მომიტანა...“ − სახალისო ისტორები, რომლებიც გულიანად გაცინებთ

„გემრიელიას“ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საპასუხო კომენტარებმაც არ დააყოვნა. გიზიარებთ რამდენიმე სახალისო კომენტარს, რომლებიც მოსაწყენ დღესაც კი გაგიმხიარულებთ.

 

 

„მამაჩემს მოვნიშნავდი. პატარა რომ ვიყავი დედამ მე და მამა ბაზარში გაგვიშვა და ტყემლისთვის ყვავილოვანი ქინძი დაგვაბარა. ზარზეიმით მოვუტანეთ ოხრახუშის კონები.“

 

„ჩემს ნაცნობს დედამ დაუწერა წერილი: 3კ. (კონა) ქინძი. 3კ. ოხრახუში. 3კ. ცერეცო და ა. შ. 6 სახეობის მწვანილი მომიტანეო და ამან სამ სამი კილო იყიდა ყველაფერი და ისე მოუტანა, თან უსაყვედურა: ტაქსი დამჭირდა ამდენი მწვანილი რად გინდაო.“

 

„შარშან ბაზარში დარბოდა ერთი გოგონა, უზარმაზარი პარკი წიწმატით ჰქონდა სავსე, დედამ ისპანახი დამავალა და ერთმა ქალმა მომასყიდა წიწმატი ისპანახადო... დედაც ხომ გადაირია და ახლა ვეძებ, თუ ვიპოვე თავზე უნდა დავამხოო.“

 

 

„არაუშავს, ეგეც წავა. აი, ჩემი მეზობლის ქმარი კინაღამ სცემეს ბაზარში. კომბალოს კითხულობდა.“

 

„ჩემს ქმარს წნევის წამალი დავაბარე „კაპტოპრილი“ და კარტოფილი მომიტანა. თან მისაყვედურა: რანაირად წერ, კარტოფილი ვერ ჩაგიწერიაო.“

 

„კაპტოპრილზე გამახსენდა. დაახლოებით 30 წლის წინ ჩემს ახლობელ ექიმს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მის პაციენტს მაღალი წნევა აქვს. ამან: სასწრაფოდ ენის ქვეშ ამოუდეთ კაპტოპრილი და მეც მალე მოვალო. იქ მისულს ისეთი სანახაობა დახვდა, თავად გახდა სამკურნალო. პატრონს ავადმყოფის ენის ქვეშ კარტოფილი ამოედო. ეს რააო რომ იყვირა, პატრონმა: ექიმო, შენ არ გვითხრიო?!“

 

„შენ კიდე კაი მოგიტანა. მე კიდე ბანკში ვატან ფულს და ტოტალიზატორში ეშლება.“