აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს მადას და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას - ყველაფერი, რაც ამ უნიკალური კენკრის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს მადას და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას - ყველაფერი, რაც ამ უნიკალური კენკრის შესახებ უნდა იცოდეთ

ჟოლო, გემოსა და არომატთან ერთად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებითაც გამოირჩევა. მისი ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. სამკურნალოდ სწორედ მწიფე ნაყოფს იყენებენ - როგორც ცოცხალს, ისე ხმელს. ჟოლოს ნაყოფი შეიცავს ეთერზეთს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ჩ და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის მარილებს, სპილენძს და სხვა მინერალებს, დაბოლოს - პურინებს, ჰეტეროციკლურ ორგანულ ნაერთებს, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისა და შარდის გამოყოფის გაძლიერების უნარი შესწევს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ნიკრისის ქარითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. მედიცინაში ჟოლოს ნაყოფს იყენებენ როგორც მადისა და ოფლის მომგვრელ, სიცხის დამწევ, ღებინების საწინააღმდეგო, ამოსახველებელ საშუალებას. ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებებიც.

 



ჟოლო და ზედმეტი წონა

 

ჟოლო ჭარბი წონის წინააღმდეგ ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეა. მისი მოქმედების მექანიზმი, მეცნიერთა აზრით, კეტონების ეფექტს ეფუძნება. ეს ბუნებრივი ნაერთები, რომლებსაც ჟოლოს წითელი ფერმენტი შეიცავს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი ჰორმონის გამომუშავებას. ბრიტანელებმა გასახდომი სუნამოც კი გამოუშვეს ჟოლოს არომატით, იაპონელებმა კი მასის კორექციისთვის შექმნეს პლასტირი, რომელიც ჟოლოს ექსტრაქტით არის გაჯერებული.
 

ჟოლოს მურაბის რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


დიეტა ტკბილის მოყვარულთათვის

 

ჟოლოში ნახშირწყლები ცოტაა, ასე რომ, დიაბეტიანებსაც შეუძლიათ ამ უგემრიელესი კენკრით ისიამოვნონ. ჟოლო აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს მადას და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას, ამიტომ ის იდეალური არჩევანია განტვირთვის დღეებში. მოიწყვეთ ასეთი დღეები კვირაში ორჯერ ორდღიანი შუალედით. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ხუთ ულუფად გაყოფილი 700 გრამი ცოცხალი კენრა, უკანასკნელი ულუფა - დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, ძილის წინ კი დალიეთ 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი. დანარჩენ დროს სვით მხოლოდ სუფთა წყალი, უგაზო მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი.

 

გააგრძელეთ კითხვა