ნინო ბურჯანაძე: „ცო­მე­ულს უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ, თევზს ვა­კე­თებ ძა­ლი­ან კარ­გს, სპეციალურ სოუსში...“ - როგორი დიასახლისია პოლიტიკოსი - Gemrielia.ge

ნინო ბურჯანაძე: „ცო­მე­ულს უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ, თევზს ვა­კე­თებ ძა­ლი­ან კარ­გს, სპეციალურ სოუსში...“ - როგორი დიასახლისია პოლიტიკოსი

"ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარს" სახ­ლში უმას­პინ­ძლა და მისი ერთი დღის შე­სა­ხებ უამ­ბო. მკაც­რი იმი­ჯის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი ქალი ოჯახ­სა და სახლზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სახ­ლში ყოფ­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და და­ლა­გე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

 

"თურ­ქუ­ლი ყავა მიყ­ვარს, მაგ­რამ დი­ლით არ ვსვამ. მიყ­ვარს ყა­ვის მან­ქა­ნით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყავა, მა­გა­რი და უშაქ­რო. დილა რთუ­ლია ხოლ­მე, სა­ნამ ფორ­მა­ში მოხ­ვალ და და­ი­წყებ აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. რომ გი­თხრათ, ვდგე­ბი და ფრე­ნა მინ­და­თქო, მო­გა­ტყუ­ებთ. ძა­ლი­ან ცოტა მძი­ნავს, ბავ­შვო­ბი­დან ასეა. ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ, პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნი­სას შე­მომ­ჩივ­ლა: მე ვერ ვი­ძი­ნებ, ღამე კარ­გად გძი­ნავ­სო? კი-მეთ­ქი, რო­გორც დავ­წვე­ბი მა­შინ­ვე მე­ძი­ნე­ბა-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­და, ასე­თი გრა­ფი­კის ფონ­ზე, რო­მელ­ზე იძი­ნე­ბო? სამ­ზე ან ოთხზე-მეთ­ქი, მაგ დროს მეც მე­ძი­ნე­ბაო. არ მიყ­ვარს ძილი და მა­ღი­ზი­ა­ნებს ძილ­ში დრო­ის კარ­გვა", - ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი.

 

 

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის თქმით, სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ბაღ­ში ყოფ­ნა, სა­დაც მა­გი­და­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი შად­რე­ვა­ნი, შე­მი­ნუ­ლი კედ­ლე­ბი, უამ­რა­ვი მცე­ნა­რე და კარ­გი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცეა

 

 

"სახ­ლში ყოფ­ნა მიყ­ვარს. სახ­ლში არ მბეზ­რდე­ბა, არ მწყინ­დე­ბა, ყო­ველ­თვის არის რა­ღაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი, წა­სა­კი­თხი, სა­ნა­ხა­ვი...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს წეს­რი­გი. ერთხელ სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი და ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა, სულ და­ლა­გე­ბუ­ლია და რას ალა­გებ ამ­დენ­სო. მირ­ჩევ­ნია ვიყო დაღ­ლი­ლი, მაგ­რამ დავ­ჯდე მო­წეს­რი­გე­ბულ და სუფ­თა გა­რე­მო­ში...

 

 

ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბის ყიდ­ვა. ყო­ველ­თვის, როცა უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი და ვარ, პირ­ვე­ლი რა­საც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას და ყიდ­ვა მინ­და, ეს არის სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი. გა­მო­სა­ცხო­ბად ბევ­რი რამ მაქვს, რაც მი­ად­ვი­ლებს კე­თე­ბას. ცო­მე­ულს უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. თევზს ვა­კე­თებ ძა­ლი­ან კარ­გს, სპე­ცი­ა­ლურ სო­უს­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს" - ამ­ბობს ბურ­ჯა­ნა­ძე.

 

გააგრძელეთ კითხვა