2021 წელს ნესვის იმპორტი 2-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს
2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ახალი საზამთროს და ნესვის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, თუ შარშან 5 თვეში ქვეყანამ 19 ათას 10 დოლარის ღირებულების 63 ტონა ნესვი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და ქვეყანაში 21 ათას 940 დოლარის 119 ტონა ნესვი შემოვიდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს 5 თვეში ნესვი 3 ქვეყანაში ვიყიდეთ. ეს ქვეყნებია: თურქეთი, ირანი და ნიდერლანდები.
შეგახსენებთ, რომ საზამთროს და ნესვის გაზრდილი იმპორტი რამდენიმე დღის წინ კახეთში ფერმერებმა გააპროტესტეს და ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ისინი პროდუქტის იმპორტის შეჩერებას ითხოვდნენ.