რა ხდება ადამიანის ორგანიზმში საზამთროს მიღების შემდეგ?
საზამთრო ზაფხულის მთავარი ხილია. მას ყველა ოჯახში ყოველდღიურად მიირთმევენ. თუმცა, მისი ჭამა უფრო ტრადიციად იქცა და ბევრმა არ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.
თურმე, საზამთროს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე. ტენიანობის საუკეთესო წყაროა, მდიდარია ვიტამინებით, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას და რაც მთავარია, არეგულირებს არტერიულ წნევას...
1. აახალგაზრდავებს კანს
თუ მუდამ გიწევს ბრძოლა კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ კანმა ჯანსაღი შეფერილობა დაკარგა, მიირთვი საზამთრო. მასში შემავალი A ვიტამინი აღადგენს უჯრედებს და აუმჯობესებს სახისა და ტანის კანის მდგომარეობას.
2. უხდება გულს
ის, ვინც გულის დაავადებას უჩივის, ვალდებულია, გაამდიდროს რაციონი საზამთროთი. მასში შემავალი ლიკოპინი აძლიერებს გულის კუნთს; C ვიტამინი, კალიუმი და კაროტინოიდები ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამგვარად, საზამთროს ჭამით იცავთ გულს.
3. აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას
უხსოვარი დროიდან ცნობილია საზამთროს დადებითი გავლენა თირკმელებზე.