4 საზაფხულო, მსუბუქი, სწრაფად მოსამზადებელი და ბიუჯეტური კერძის რეცეპტი - Gemrielia.ge

4 საზაფხულო, მსუბუქი, სწრაფად მოსამზადებელი და ბიუჯეტური კერძის რეცეპტი

 
ზაფხულის ცხელ სეზონზე იშვიათად გვინდება ცხელი კერძები და მათ ნაცვლად, უპირატესობას მსუბუქ და ცივ კერძებს ვანიჭებთ. ამასთან ერთად, თანამედროვე ადამიანებს არ რჩებათ ბევრი დრო, სამზარეულოში დიდი ხნით ტრიალისთვის და სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა კულინარიულ ჯგუფებში, სწრაფად მოსამზადებელ, მარტივ რეცეპტებზე. 

 

წარმოგიდგენთ 4 მსუბუქ, სასიამოვნო და საკმაოდ ბიუჯეტური კერძის რეცეპტს მარტივად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რომელთა შეძენასაც თქვენს  სახლთან ახლოს მდებარე მარკეტში - „2 ნაბიჯი“ შეძლებთ. 

 

„ზოგე“ - ასაწონი პროდუქციის შეფუთული ხაზია, რომელსაც covid-19-ის პანდემიის დასაწყისი შეიქმნა. ბრენდმა აქცენტი, სწორედ ფასისა და ხარისხის შესაბამისობაზე გააკეთა.  

 

 

„ზოგეს“ ბრენდის ქვეშ იწარმოება: ფქვილი, შაქარი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული, მაკარონის სხვადასხვა სახეო­ბა, სიმინდის ფქვილი, სიმინდის ღერღილი, ლობიო და კვერცხი.

 

1. გამომცხვარი ომლეტის რულეტები

 

 

საცხობ ფორმაში რამდენიმე პორცია ომლეტის ერთდროულად მომზადება  ძალიან მარტივია.  შეგიძლიათ ერთდროულად ომლეტის რამდენიმენაირი ვარიანტი (ომლეტი ბოსტნეულით, ყველით ან ლორით) გამოაცხოთ და შედეგად უგემრიელესი საუზმე ან ვახშამი მიიღოთ. 

 

ინგრედიენტები:

 

•    12 კვერცხი 

 


•    2 ს/კ. რძე 

•    340 გ. გახეხილი ყველი 

•    2. ს/კ. კარაქი

•    1 ჩ/კ. მარილი

•    ისპანახის ფოთლები 1 კონა

•    30 გ. ლორი (თხლად დაჭრილი)

•    ბულგარული წიწაკა დაკონსერვებული 280 გ.

 

მომზადების წესი:

 

1.    გაახურეთ ღუმელი 175°С -ზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით გამდნარი კარაქი. 

 

2.    ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ რძე, გახეხილი ყველი და მარილი. დაასხით საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ, სანამ არ გაფუვდება და გამაგრდება მასა. 

 

3.    ომლეტი დაჭერით სამ გრძელ ნაწილად. ერთ ნაწილს დაადეთ ისპანახის ფენა, მეორეს ლორის ნაჭრები, მესამეს წიწაკის კონსერვი. მოასხით სასურველი სოუსი (არაჟანი, მაიონეზი, კეტჩუპი) და გადაახვიეთ რულეტებად. დაჭერით საშუალო ნაჭრებად და გადაიტანეთ თეფშებზე. 

 

 

2. პასტა თინუსის კონსერვით

 

 

ეს მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ კარგი ვახშმის მომზადებაში. 

 

ინგრედიენტები:

 

•    მაკარონი 250 გ.

 

     
•    თინუსის კონსერვი 1 ცალი (შეგიძლიათ თინუსი ჩაანაცვლოთ ქათმის, ან საქონლის  მოხარშული ძეხვით)

•    პომიდორი 2 ცალი

•    წითელი წიწაკა გემოვნებით

•    ხახვი 1 ცალი 

•    წითელი ბულგარული 1 ცალი

•    ნიორი 2 კბილი

 

მომზადების წესი:

 

1.    აადუღეთ ქვაბში წყალი, ჩაყარეთ 1 ს/კ. მარილი, ჩაყარეთ მაკარონი და მოხარშეთ შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. 

 

2.    ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი. დაასხით გახეხილი პომიდორი.

 

3.    თინუსის ფილე დაანაწევრეთ ჩანგლით და გადაიტანეთ ტაფაში. მოშუშეთ ხახვთან და პომიდორთან ერთად. დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა და აურიეთ. 

 

4.    მოაყარეთ ცოტაოდენი დაჭრილი წითელი ბულგარული, მოურიეთ და კერძი მზადაა. 

 

3. წიწიბურა პომიდვრითა და ნივრით

 

 

წიწიბურა იმიტომაც უყვართ, რომ მისგან შეიძლება ექსპრეს-ვახშმის მომზადება. გთავაზობთ, სინჯოთ ის პომიდორთან და ნიორთან ერთად.

 

ინგრედიენტები:

 

•    წიწიბურა 250 გ.

•    კარაქი გემოვნებით

•    პომიდორი 2-3 ცალი

•    ნიორი 2 კბილი

•    ოხრახუში 2 ძირი

•    მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

1.    მოხარშეთ წიწიბურა. როდესაც წყალი ბოლომდე დააშრება, დაუმატეთ მარილი და კარაქი. 

 

2.    ცალკე, ტაფაში მოშუშეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ბოლოს, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და შემდეგ, ეს ყველაფერი შეურიეთ წიწიბურას.

 

 

4. ბოსტნეულის „ჯამბალაია“

 

 

ჯამბალაია სურნელოვანი კერძია, რომელიც ძირითადად დასავლეთ აფრიკის, ფრანგულ (განსაკუთრებით კი პროვანსულ სამზარეულოს) მიეკუთვნება.  ასევე, ამ კერძის ვარიაციებს ვხვდებით ესპანურ სამზარეულოშიც.

 

ინგრედიენტები:

 

•    1 ჭიქა მოხარშული ფანტია ბრინჯი

•    450 გ. შემწვარი პომიდორი

•    2 ს/კ. ზეითუნის ზეთი

•    3 ღერი ნიახური (ფესვის), დაჭრილი პატარა კუბიკებად

•    3 ცალი სტაფილო (დაჭრილი)

•    1 ცალი წითელი ხახვი 

•    1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

•    ქონდარი და მარილი გემოვნებით

•    დაღერღილი წითელი ცხარე წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესი:

 

1.    დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეთი მაღალ ცეცხლზე. დაუმატეთ დაჭრილი ნიახურის ღეროები, გრძლად დაჭრილი სტაფილო და ხახვი. შეწვით. დროდადრო ამოურიეთ. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ქონდარი და წიწაკა. ½ ჩ/კ. მარილი და ცოტა პილპილი. აურიეთ და შუშეთ 1 წთ. 

 

2.    ქვაბში, გარეცხილ ბრინჯს დაასხით წყალი, ჩაყარეთ 1 ჩ/კ. მარილი და მოხარშეთ (არ ჩაგეშალოთ). 

 

3.    ბრინჯი გადაწურეთ და დააყარეთ მოშუშულ ბოსტნეულს ტაფაზე. გააჩერეთ დაახლოვებით 3-5 წუთი, კარგად ამოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი. არომატული და გემრიელი „ჯამბალაია“ მზადაა. 

 

თითოეული კერძი „2 ნაბიჯში“ შეძენილი პროდუქტებით, 10 ლარამდე დაგიჯდებათ. დაზოგეთ თქვენი დრო და ფული. ნუ გადაიხდით ერთსა და იმავე პროდუქტში უფრო ძვირს სხვაგან, რადგან თქვენგან 2 ნაბიჯში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია. 

 

#დაზოგვაჭკვიანურია #ზოგე #დაზოგემარტივად