„ბაუერის“ იოგურტის ჯანსაღი საზაფხულო დესერტი სალომე ჭაჭუასგან - Gemrielia.ge

„ბაუერის“ იოგურტის ჯანსაღი საზაფხულო დესერტი სალომე ჭაჭუასგან

„ბაუერი“ -  ის რაც პატარებს უყვართ 


ცოცხალი ხილითა და საღი რძისაგან დამზადებული პროდუქცია. 


დააგემოვნე ნამდვილი გერმანული ხარისხი! უმაღლესი ხარისხის ნატურალური  იოგურტი ალპური ზონიდან, რძის ნაწარმის ნომერ პირველი მწარმოებლისგან ევროპაში. 


მხოლოდ „ნიკორა სუპერმარკეტში“

 

 

„ბაუერის“ იოგურტის ჯანსაღი საზაფხულო დესერტი სალომე ჭაჭუასგან


ინგრედიენტები


„ბაუერის“ იოგურტი - 600 გრ.

ატამი - 600 გრ.

ნაღები - 200 მგ.

შაქრის ფხვნილი - 80 გრ.

ჟელატინი - 35 გრ.

სავოიარდის ორცხობილა - 200 გრ. 

კენკრა და პიტნა მოსართავად

 


მომზადების წესი:


დაჭრილი ატამი მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე და გავუკეთოთ კარამელიზება.

 

ავთქვიფოთ ნაღები შაქრის ფხვნილთან და შევინახოთ მაცივარში.

 

მოვამზადოთ ჟელატინი ტრადიციული წესით.

 

ფორმაში განვათავსოთ კარამელიზებული ატმის წვენში ამოვლებული სავოიარდის ორცხობილა. ჟელატინის ნახევარს 
გადავურიოთ ნაღები, დავუმატოთ იოგურტი და მოვასხათ ორცხობილის ფენას, გავყინოთ მაცივარში 2 საათით.

 

მომზადებული ჟელატინის მეორე ნახევარს  დავუმატოთ კარამელიზებული ატმის რბილობი, მოვასხათ გაყინულ დესერტს 
მეორე ფენად და კვლავ გავყინოთ 1 საათით.

 

დესერტი ზემოდან მოვრთოთ კენკრით და პიტნით.

 

R