წაბლი - შემოდგომის გემრიელი ნობათი
ეს ტრადიცია განსაკუთრებით პარიზშია ძლიერი, თუმცა მას არც ჩვენი მეზობელი ეგზოტიკური სტამბოლი ჩამორჩება, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული შემწვარი წაბლის არომატში ეხვევა.
ამ უბრალო სასუსნავს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ რომში წაბლს დესერტად მიირთმევდნენ, კოცონზე წვავდნენ, მოგზაურობისას თან დაჰქონდათ და ღვინოსთან მისაყოლებლადაც იყენებდნენ. ძველი მითის მიხედვით, ნიმფა ნეამ შეყვარებული იუპიტერის დევნისგან თავი რომ დაეღწია, თავი მოიკლა. იუპიტერმა ნეა ლამაზ ფოთლებიან და ყვავილებიან ხედ აქცია, რომელიც ჩხვლეტია ნაჭუჭში მოქცეულ გემრიელ ნაყოფს ისხამდა. სიტყვამ Casta, რაც „ქალწულებრივს“ ნიშნავს და ნიმფას სახელმა – ნეამ შექმნა სახელწოდება Castanea, რაც წაბლს ყველა ევროპულ ენაში დაერქვა.
ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ლაშქრობების დროს უამრავი წაბლის ჭალა გააშენა, რადგან მისი ნაყოფის ძვირფასი საკვები თვისებების შესახებ იცოდა და თავისი ჯარისთვის სურდა მისი სურსათად გამოყენება.
არსებობს წაბლის ორი სახეობა - ცხენის წაბლი და ჩვეულებრივი, რომელსაც დღემდე მივირთმევთ. ცხენის წაბლი საკვებად უვარგისია, თუმცა მრავალი სასარგებლო ნივთიერების გამო სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ.
წაბლი შეიცავს 60%-მდე სახამებელს, 15%-მდე შაქარს, 6%-მდე ცილას და 2% ცხიმს. გარდა ამისა, მასში შედის მინერალური ნივთიერებები, ფლავონოიდები, უჯრედისი, A, C და B ჯგუფის ვიტამინები. ხალხურ მედიცინაში წაბლს იყენებენ რევმატიზმის, ვენების გაგანიერების, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების, ჰემოროის სამკურნალოდ.
შეწვის გარდა, წაბლს ხარშავენ და უმადაც მიირთმევენ, მისგან შეიძლება დამზადდეს ფქვილი, კრემი, ყავის არომატიანი სასმელი, ტორტი, ნაყინი...
მრავალ ქვეყანაში წაბლს ხორცეულთან ერთად მიირთმევენ. ევროპაში, საშობაოდ, წაბლით ფარშირებული ფრინველი ნამდვილ სადღესასწაულო კერძად ითვლება.
იაპონიაში წაბლს ბრინჯთან და ქათამთან ერთად ამზადებენ და ლუდზე მისაყოლებლადაც იყენებენ. ჩინეთში წაბლი იმდენად პოპულარული საკვებია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჩინელები მსოფლიოს წაბლის მთლიანი მოსავლის დაახლოებით 40% მიირთმევენ. ისინი წაბლს არა მხოლოდ უშუალო საკვებად იყენებენ, არამედ მისი მეშვეობით შინაური პირუტყვის ხორცს განსაკუთრებულ გემოსაც სძენენ. შესანიშნავი ხორცის დელიკატესია მშრალი ძეხვი, რომელსაც წაბლით გამოკვებილი ღორის ხორცისგან ამზადებენ.