„უზმოზე ყავა აზიანებს კუჭის ლორწოვანს, რაც მატებს მადას“ - ენდოკრინოლოგის რჩევები მათთვის, ვისაც ზაფხულში წონის დაკლება უნდა - Gemrielia.ge

„უზმოზე ყავა აზიანებს კუჭის ლორწოვანს, რაც მატებს მადას“ - ენდოკრინოლოგის რჩევები მათთვის, ვისაც ზაფხულში წონის დაკლება უნდა

გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი.

 

- ხშირად წაგვიკითავს, ან გვსმენია „ენდოკრინოლოგის დიეტა“, ან „ეს დიეტა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა“ და მსგავსი ფრაზები, რასაც ადამიანების მხრიდან მეტი ნდობა აქვს ხოლმე, რეალურად რამდენად შესაძლებელია ერთი ადამიანისათვის გაწერილმა დიეტამ სხვაზეც იგივე შედეგი იქონიოს?



-  თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. კონკრეტულ პიროვნებას შესაძლოა ჰქონდეს წონის მატების კონკრეტული და სხვისგან განსხვავებული მიზეზი. ამასთან, ცალკეული ინდივიდის ენერგეტიკული ბალანსი განსხვავებულია. (ენერგეტიკული ბალანსი გულისმობს საკვებიდან მიღებულ ენერგიას და ამ ენერგიის დანახარჯს შორის ბალანსს. საკვებიდან მიღებული ენერგია იზომება კილოკალორიებში).
 

შესაბამისად, ერთი ადამიანისათვის განკუთვნილი დიეტური რეკომენდაციები მეორე ადამიანისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.



- რომელი საკვები პროდუქტია საუკეთესო არჩევანი საუზმისთვის და რომელ საკვებს უნდა მივანიჭოთ საღამო საათებში უპირატესობა?


უმჯობესია,  დილის კვება, ისევე როგორც შუადღის და საღამოს კვება,  იყოს დაბალანსებული - შეიცავდეს აუცილებელ მაკრონუტრიენტებს (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი).

მნიშვნელობა აქვს მათ რაოდენობრივ განაწილებასა და მაკრონუტრიენტების ხარისხსობრივ არჩევასაც.


ნახშირწლებიდან საუკეთესოა არარაფინირებული მარცვლეული:

 

  • წიწიბურა;
  • ბრინჯი;
  • შვრია;
  • ხორბალი.



ცხიმიდან საუკეთესოა მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

 

გააგრძელეთ კითხვა