ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აჩუქა - ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ მაროკოს გასტრონომია - Gemrielia.ge

ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აჩუქა - ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ მაროკოს გასტრონომია

მაროკო – ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ. აქ არის თავმოყრილი ყველა ის პირობა, რაც ადამიანის საინტერესოდ მოგზაურობას უზრუნველყოფს. უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, საოცარი პეიზაჟები და უგემრიელესი სამზარეულო ტურისტთა უდიდეს ინტერესს იწვევს. ევროპული და არაბული ცივილიზაციის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილმა მაროკომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო აჩუქა. მაროკოს სამზარეულო ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს: ხორცი, თევზი, ვეგეტარიანული კერძები, ჩაი, სუნელების უსასრულო კალეიდოსკოპი, სოუსები და მარინადები.

 

ნაყოფიერი დაბლობების ტერიტორიაზე მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული და ხილი. საექსპორტო მნიშვნელობა აქვს მეხილეობა-მეციტრუსეობას მევენახეობას.ასევე ადრეული ბოსტნეულისა და პომიდვრის ექსპორტს. დიდი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობას. სანაპირო რეგიონებში უმეტესად მსხვილფეხა პირუტყვს აშენებენ. მთიან რეგიონებსა და უდაბნოებში ბედუინები აშენებენ ცხვარს, თხას, აქლემს. არაბებმა მაროკოს სამზარეულოში შეიტანეს დარიჩინი, ჯანჯაფილი, ზაფრანა, კუმინი , მჟავე და ტკბილი გემოების შერევა. აგრეთვე ხორცის კერძებში თაფლის, შაქრის, ხილისა და ჩირის დამატების წესი. მაროკოს სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინეს უძველესი დროიდან ფინიკიამ, კართაგენმა, რომმა და ბიზანტიამ.

 

აღსანიშნავია, რომ მაროკო ერთადერთი არაბული ქვეყანაა, რომელიც არასოდეს ყოფილა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი, რის გამოც მაროკოელები არ მიირთმევენ არც ბაქლავას და არც ფარშირებულ ბოსტნეულს.

 

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ