ხორცი, სიმინდი, ბრინჯი და ლობიო ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უყვართ - ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ვენესუელური სამზარეულო - Gemrielia.ge

ხორცი, სიმინდი, ბრინჯი და ლობიო ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უყვართ - ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ვენესუელური სამზარეულო

ვენესუელური სამზარეულო ტრადიციული ვენესუელური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური გასტრონომიების შერწყმით. ვენესუელის რეგიონების სამზარეულოები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: ხორცი, სიმინდი, ბრინჯი, ლობიო, ბანანი.

 

ტერიტორიული მასშტაბის, ასევე, სამეურნეო რესურსებისა და ვენესუელელი ხალხის ეთნოსების მრავალფეროვნების, მის ყველა რეგიონს თავისი, ინდივიდუალური გასტრონომია აქვს, ამიტომაც, ვენესუელური სამზარეულოს განხილვისას რამდენიმე კულინარიული მხარის გამოყოფა აუცილებელია.

 

პირველი ეს არის გაიანის, ორიენტესა და კარიბის რეგიონები, რომელთაც მრავალი აქვთ საერთო. აქ უპირატესობა ზღვის პროდუქტებითა და თევზით მომზადებულ საჭმელებს ენიჭება. ისინი აქტიურად იყენებენ ლობსტერებს, ხამანწკებსა და კამბალებს, რომელთა მოსამზადებლადაც ძირითადად შემდეგ ინგრედიენტებს იყენებენ: სიმინდი, კარტოფილი, იამი, ჩინური ყაბაყი და ტარო.

 

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ