თუ გიყვართ ვაშლატამა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!
ვაშლატამა არა მარტო გემოთი, უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ვაშლატამა განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისა და მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ვაშლატამა აადვილებს საჭმლის მონელების პროცესს, განსაკუთრებით 9 თვის ასაკის ბავშვებში.
ვაშლატამა კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი.
ეს უნიკალური ხილი საუკეთესო საშუალებაა თირკმლების დაავადებების წინააღმდეგ, ის აბალანსებს წყლისა და მარილის კონცენტრაციას ორგანიზმში.
ვაშლატამა შეიცავს C ვიტამინს და საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე არაჩვეულებრივია ორსულთათვის ტოქსიკოზის წინააღმდეგ.
უნიკალური სამკურნალო თვისებებიც აქვს:
- შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს;
- საუკეთესო საშუალებაა წონის კლებისთვის, აქვეითებს მადას და დაბალკალორიულია;
- ეხმარება გულის სწორად ფუნქციონირებას (კარგია გულისთვის);
- აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები;
- კარგია კუჭ-ნაწლავისთვის;
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას;
- შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს;
- განსაკუთრებით კარგია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის;
- კვებავს კანს;
- კარგია კბილებისთვის.
ნანა კალანდაძე
წყარო: mkurnali.ge