myquiz

თუ გიყვართ ვაშლატამა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ გიყვართ ვაშლატამა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

ვაშლატამა არა მარტო გემოთი, უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ვაშლატამა განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისა და მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ვაშლატამა აადვილებს საჭმლის მონელების პროცესს, განსაკუთრებით 9 თვის ასაკის ბავშვებში.
 

ვაშლატამა კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი.
 

ეს უნიკალური ხილი საუკეთესო საშუალებაა თირკმლების დაავადებების წინააღმდეგ, ის აბალანსებს წყლისა და მარილის კონცენტრაციას ორგანიზმში.
 

ვაშლატამა შეიცავს C ვიტამინს და საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე არაჩვეულებრივია ორსულთათვის ტოქსიკოზის წინააღმდეგ.
 

 

უნიკალური სამკურნალო თვისებებიც აქვს:
 

  • შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს;
  • საუკეთესო საშუალებაა წონის კლებისთვის, აქვეითებს მადას და დაბალკალორიულია;
  • ეხმარება გულის სწორად ფუნქციონირებას (კარგია გულისთვის);
  • აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები;
  • კარგია კუჭ-ნაწლავისთვის;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას;
  • შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს;
  • განსაკუთრებით კარგია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის;
  • კვებავს კანს;
  • კარგია კბილებისთვის.

 

ნანა კალანდაძე

 

წყარო: mkurnali.ge