როგორ მივხვდეთ, რომ მურაბა მზადაა? - 2 წყალგაუვალი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ მივხვდეთ, რომ მურაბა მზადაა? - 2 წყალგაუვალი მეთოდი

ალბათ, რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მურაბა არ უყვარს. ოჯახში კი ყველას გვყავს ისეთი წევრი, რომელსაც ყველაფერი სახლში მომზადებული უყვარს, ამიტომ, მურაბასაც საკუთარი ხელით ამზადებს. 

 

არსებობს ორი "ნიშანი", რომლითაც ვხვდებით, რომ მურაბა მზადაა:

 

1) ქაფი მთლიანად ქვაბის ცენტრში უნდა მოგროვდეს. სიროფი უნდა იყოს გამჭირვალე და მარტივად უნდა შეგვეძლოს ხილისგან განცალკევება. თუკი სიროფი ყავისფერია, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად გადადუღებულია.

 

2) მურაბის სიროფი დააწვეთეთ ქაღალდის ხელსახოცზე, თუ ხელსახოცი დასველდა, ის ჯერ არ არის მზად.