„ამჟამად ჟოლოს სამი ჯიში მოგვყავს, 5 000-დან 10 000 კგ-მდე კენკრას ველოდებით...“ - გაიცანით თბილისიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი - Gemrielia.ge

„ამჟამად ჟოლოს სამი ჯიში მოგვყავს, 5 000-დან 10 000 კგ-მდე კენკრას ველოდებით...“ - გაიცანით თბილისიდან სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი

30 წლის მოცეკვავე კაკი ლობჟანიძე გასულ წელს მეუღლესთან მარიამ უზნაძესთან ერთად ლაგოდეხის რაიონში, სოფელ რაჭისუბანში გადავიდა საცხოვრებლად. სოფელში ჟოლოს ბაღი და ვენახი გააშენა, რომელსაც წყვილი დაუღალავად უვლის და თავს ევლება. წელს ახალგაზრდა ფერმერი 10 000 კილოგრამამდე კენკრის მოსავალს ელოდება. წყვილი გადაწყვეტილებას არ ნანობს. ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, რადგან ქალაქის მოსაწყენ რუტინას თავი დააღწიეს.
 

- დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვცეკვავდი ანსამბლ „რუსთავში“ და ანსამბლ „ერისიონში“. პროფესიით ვარ ლოტბარი, ქორეოგრაფი და ფერმერი. ამჟამად ვცხოვრობ მეუღლესთან და ცხრა თვის ალექსანდრესთან ერთად ლაგოდეხში, სოფელ რაჭისუბანში.

 

- რამდენი ხანია რაც სოფლად გადახვედით საცხოვრებლად?

 

- სამი წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ერთი წელია მეუღლესთან ერთად საერთოდ წამოვედით თბილისიდან.

 


- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მეუღლე როგორ შეხვდა ამას?

 

- გამოვექეცით ქალაქის მოსაწყენ რუტინას, ერთფეროვან და არაფრისმომცემ ცხოვრებას ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

 

- დღეს რას მოიცავს თქვენი მეურნეობა, რა ფართობზე გაქვთ კენკრა გაშენებული?

 

- ჩვენი მეურნეობა მოიცავს ერთ ჰექტარ ჟოლოს ბაღს და ერთ ჰექტარ ქლიავის ბაღს. ასევე, მცირე ფართობზე გვაქვს ვენახი გაშენებული. მთელი დღის განმავლობაში ბაღში უამრავი სამუშაოა, ამჟამად მიმდინარეობს პლანტაციის გასხვლა, ბაღის მოწესრიგება და ახალი მოსავლისთვის მზადება. მოგეხსენებათ, ბაღი ახალი გაშენებულია და წელს ველოდებით ყველაზე უხვ მოსავალს, დაახლოებით 5 000 დან 10 000 კილოგრამამდე კენკრას.

 

გააგრძელეთ კითხვა