„ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყეს“ - თმის ცვენის მკურნალობა ხალხური რეცეპტით
ექიმმა მითხრა, ნერვიულობამ თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიაო, რაღაც დამინიშნა და მალე გაგივლისო, დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავზე ახალი გამელოტებული ბუდეები გამიჩნდა. აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა ჩემი გასაჭირი აფთიაქარს შევჩივლე. მან წამლის დამზადება მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი მივეცი რეცეპტი, ყველას მოუხდაო. მართლაც, მიშველა და ძალიან მინდა, თქვენც გასწავლოთ.
- წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა. შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო.
- სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ შეიზილეთ ეს ნაყენი.
- შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ. მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავის კანს.
ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყეს, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.
წყარო: mkurnali.ge