დაბლა სწევს წნევას, ამცირებს ქოლესტერინს... - გაიცანით კიდევ ერთი სასარგებლო კენკრა - Gemrielia.ge

დაბლა სწევს წნევას, ამცირებს ქოლესტერინს... - გაიცანით კიდევ ერთი სასარგებლო კენკრა

ხურტკმელი - არის ხურტკმელისებრთა ოჯახიდან. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის - 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

 

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1, 5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფებიც გამოიყენება.

 

 

მცენარე კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად - კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.

 

ხურტკმელი არის ძალიან მარტივად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარე. ამასთან ერთად გამოირჩევა უამრავი სარგებელით. კავკასიის მხარეში მას ასევე ხურტკმელის ყურძენსაც ეძახიან. არის ძალიან სასარგებლო და გასაკუთრებულ გემოს ატარებს. მომწიფებას იწყებს ივნისის თვიდან.

 

 

ხურტკმელი შეიცავს საკმაო ოდენობით A, B, C და E ვიტამინებს. ასევე მდიდარის კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმით და რკინით.

 

ხურტკმელა წნევას ამცირებს! ამავდროულად ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენბა გულის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ასევე ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან და ამცირებს ქოლესტერინს.

 

კითხვის გაგრძელება