10 ტკბილეული, რომლებზეც 90-იანების ბავშვებს ჭკუა ეკეტებოდათ - Gemrielia.ge

10 ტკბილეული, რომლებზეც 90-იანების ბავშვებს ჭკუა ეკეტებოდათ

ტკბილეული, რომლებსაც ამ სტატიაში ნახავთ, 90-იანებში განსაკუთრებულად პოპულარული იყო. თორემ ზოგიერთი მათგანი 2000-იანების დასაწყისშიც ბევრს უყვარდა და, ვინ იცის, იქნებ, რომელიმე კუთხის მარკეტში დღემდე იყოს შემორჩენილი.

 

შოკოლადები, კანფეტები თუ საღეჭი რეზინები კაცმა არ იცის, რისგან მზადდებოდა. ალბათ შეფუთვაზე ბევრი ემულგატორი იქნებოდა აღნიშნული, თუმცა შეფუთვას ვინ უყურებდა, როდესაც დიდი გატაცებით მივირთმევდით ტკბილეულს, რომლებიც ახლო თუ შორეულ ქვეყნებში იყო დამზადებული. მაშ ასე, გიზიარებთ 10 ტკბილეულს, რომლებზეც 90-იანების ბავშვებს ჭკუა ეკეტებოდათ.

 

1. ბონიბონი

 

ეს ტკბილი დრაჟეები ახლაც იყიდება, მაგრამ ადრე სულ სხვა გემო ჰქონდა, არა?

 

2. ტურბოს საღეჭი რეზინი

 

გამოტყდით, ნამდვილად საშინელი გემო ჰქონდა... მაგრამ რა მაგარი „ნაკლეიკები“ ამოდიოდა?

 

3. საღეჭი რეზინი - სიგარეტი

 

 

სანამ ცივილიზებული სამყარო სიგარეტს ბრძოლას გამოუცხადებდა, მანამდე ბავშვებიც კარგად „ვაბოლებდით“... ცხადია, ვითომ-ვითომ.

 

4. Zuko, Invite, Yupi სასმელები

 

შეგიძლიათ მითხრათ, ამათ თავს რატომ ვაწამლინებდით? მეორე მხრივ, ისეთებს გავუძელით, რომ პესტიციდებით სავსე ხილ-ბოსტნეული უკვე ვერაფერს გვაკლებს!

 

5. ტოფიტა

 

არ ვიცი, ამის რეკლამა უფრო გვიყვარდა, თუ გემო. ფაქტია, ტოფიტამ ჩვენი ბავშვობა პირდაპირი მნიშვნელობით ფერადი გახადა.

 

6. შუშხუნები

 

ფოტოს შეხედვა და ენაზე შუშხუნების შეგრძნება ერთია! თქვენც იგრძენით?

 

7. კიდევ ერთი საღეჭი რეზინი

 

კარგი, ვაღიაროთ, 90-იანები ათასი ჯურის საღეჭი რეზინით იყო სავსე... მაგრამ ეს ფერადი შეფუთვები სიყვარულის გაზიარების მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა.

 

8. შოკოლადი „ალიონკა“

 

ამ საბჭოთა შოკოლადის გემო დღემდე ბევრს ენატრება. პატარა ცისფერთვალება გოგონა კი შეუძლებელია ვინმეს არ ეცნოს.

 

9. ჩუპა-ჩუპსი

ეს ფერადი „ჯოხიანი კანფეტები“ ერთი ჩვეულებრივი დღის განუყოფელი ნაწილი იყო. ვაღიაროთ, ჩუპა-ჩუპსის ნოსტალგია ვერ გვექნება, დღესაც ბევრ ადგილას იყიდება.

 

10. სამაჯური-ტკბილეული

 

სამაჯური, რომელიც ჯერ ხელს გიმშვენებდა, შემდეგ კი პირს გიტკბარუნებდა, ყველა გოგონას საყვარელი ტკბილეული იყო. მგონი, რამდენიმე ადგილას დღემდე იყიდება, არა?

 

თქვენ რას დაამატებდით?