როგორ მოვამზადოთ ნადუღი სახლის პირობებში - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისაგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ნადუღი სახლის პირობებში - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისაგან

ნადუღი რძის აჭრის შედეგად მიიღება. ეს უგერმიელესი პროდუქტი გამოირჩევა მაღალკალორიულობით და რეკომენდირებულია მისი მცირე ულუფებით მიღება, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, რომლის გადამუშავებაც ორგანიზმისთვის რთული პროცესია. გიზიარებთ ჩვენი გამოცდილი ფეისბუქჯგუფის წევრების მიერ გაზიარებულ მეთოდებს, თუ როგორ მოვამზადოთ ნადუღი სახლში: 

 

 

 

„ნელ ცეცხლზე დადგით და როცა ნადუღის ფანტელები ზევით მოგროვდება, წაქა აუცილებლად კამკამა იქნება, ვიდრე დადგმამდე, მაშინ უკვე ადუღებულია და მეტი ვერ გადმოვა ვერაფერი, გადაწურეთ და გემრიელად მიირთვით“ - ნაირა გაბუნია.

 

 

 

„დუღილი მარტო ერთი მხრიდან უნდა და რომ დაიწყებს დუღილს, ერითი მხრიდან ცოტა წყალი ჩაუმატეთ, ნადუღი მკვრივი და კარგი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, ადუღეთ მანამ, სანამ ქვევით ძირშიც გაიკეთებს ნადუღი წათხას“ - ნათია გაბელია.

 

 

„ყველს რომ ამოიყვანთ, მაშინვე დაადგით ცეცხლზე წაქი და აადუღეთ ნელ ცეცხლზე. თავზე რომ მოიდებს თეთრად, 1 ჭიქა ცივ წყალში ჩაასხით 1 ს.კ. ძმარი და დაასხით ნადუღს“ - ქეთევან არაბული.

 

 

 

 

„ყველს რომ ამოიყვანთ, ერთი დღის შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე. დუღილამდე რომ მივა, დაამატეთ 1 სკ ძმარი და წამოადუღეთ, ამ წესით გაცილებით მეტი ამოდის“ - მაია ლოქაბიძე. 

 

 

„ნამდვილი ნადუღი მიიღება ყველის ამოყვანის შემდეგ, დარჩენილი შრატი დუღდება, შემდეგ უნდა გაიწუროს, რაც დარჩება ისაა ნადუღი, ასე ვაკეთებთ სამეგრელოში“ - მარიამი.