ლიმონზე 6-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს... - კიტრის მწნილის შეუცვლელი ინგრედიენტი „პირშუშხა“
პირშუშხა (ლათ. Armoracia) მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარია კომბოსტოსებრთა ოჯახისა. იგი 50-დან 120 სმ-მდე იზრდება. დიდი ზომის ფოთლები აქვს - ფესვისეული, მოგრძო-ოვალური და დაკბილული. ყვავილები წვრილია. ყვავილობს ივნის-ივლისში.
აჭარაში ხარდანს უწოდებენ, ასევე გავრცელებულია მისი რუსულენოვანი სახელწოდება „ხრენი“. იგი შეუცვლელი ინგრედიენტია კიტრის მწნილისთვის, რომელსაც განსაკუთრებულ არომატს აძლევს, ასევე კიტრის დარბილებას უშლის ხელს.
პირშუშხა შეიცავს მონო- და პოლსაქარიდებს, ცილოვან ნაერთებსა და ორგანულ მჟავებს, მინერალებსა და სახამებელს, მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა:
• რკინა;
• მაგნიუმი;
• ალუმინის;
• ქლორი;
• კალციუმი;
• გოგირდი;
• ნატრიუმი;
• სპილენძი;
• მანგანუმი;
• ფოსფორი.
პირშუშხა ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. საინტერესოა ისიც, რომ ლიმონზე 6-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს
სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონის მიხედვით, პირშუშხა მნიშვნელოვანი ბაქტერიციდული საშუალებაა, რომელსაც იღებენ ფესვებიდან. იყენებენ ცინგის, სისხლნაკლულობის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. არის კარგი ამოსახველებელი საშუალება. პირშუშხა ავლენს ძლიერ ანტიმიკრობულ თვისებებს, ამიტომ მისი წყალთან ნაყენი გამოიყენება სავლებად ანგინის, კბილის ტკივილის დროს და კომპრესებისათვის. ასევე ეფექტურად აქრობს ლაქებსა და დაწვრობას.
mkurnali.ge-ის მიხედვით, ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. კარგი ეფექტი აქვს თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც. გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული.
პირშუშხას ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს. ფესვების წვენი ეფექტურია გაციებისა და კბილის ტკივილის, აგრეთვე ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი სიმჟავით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს. მცენარის ფესვების ნახარში უხდება ჰიპერტონიას, დიზენტერიასა და ღვიძლის დაავადებებს.
თქვენ თუ იყენებთ პირშუშხას?