"ჯეიმის სამზარეულო" - გურმანების საყვარელი კულინარიული წიგნი - Gemrielia.ge

"ჯეიმის სამზარეულო" - გურმანების საყვარელი კულინარიული წიგნი

მისი რეცეპტების წიგნის დებიუტი იმავე წელს შედგა და ბრიტანულ ბესთსელერებში პირველი ადგილი დაიკავა. პროფესიონალი მზარეულები მის გამოჩენას ეჭვითა და ირონიით შეხვდნენ,  საბოლოოდ კი მის პოპულარობას ყველა შეეგუა.  მისი წიგნები და ჟურნალები ელვის სისწრაფით იყიდება და არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.

ჯეიმის ყოველი წიგნი ისეა დაწერილი, რომ მისი კითხვა ნებისმიერს გაიტაცებს, მასაც კი, ვისაც ცხოვრებაში წიგნი არ წაუკითხავს!

ოლივერის ყველა წიგნი იმის შესახებაა, რომ მომზადება არის მხიარული, მარტივი პროცესი და სულაც არ არის საშინელი. ამიტომ არ აქვს  მნიშვნელობა , რომელი წიგნით  დავიწყებთ, იქნება ეს "ბედნიერი დღეები შიშველ მზარეულთან" თუ "კვების ხელოვნება", რომლის ერთ-ერთი თავის სათაურია "ყველას შეუძლია მომზადება ისწავლოს 24 საათში".

ასევე კარგი წასაკითხია "ჯეიმის სამზარეულო", რომელიც იწყება თავით "ვყიდულობთ დანებსა და ქვაბებს" და მთავრდება "ცხობით". სხვათა შორის, ოლივერის რეცეპტები ხშირად სულაც არაა ისეთი იოლი, როგორიც ჩანს, მაგრამ თუ უკვე გაგიტაცათ ჯეიმის რეცეპტებმა, გაკეთება აღარ დაგეზარებათ.

Jamie's Kitchen - ჯეიმის სამზარეულო ჟურნალმა ფორბსმა 10 საუკეთესო კულინარიულ წიგნს შორის დაასახელა, ისეთი შესანიშნავი ნაშრომებს გვერდით, როგორიცაა: გასტრონომიული ლარუსი, ჰაროლდ მაკგის On Food and Cooking, კლაუდია როდენის  The book of Jewish food და სხვა.