ჭარბი წონის „წამალი“ - აი, რატომ არის ბანანი დიეტური პროდუქტი (+ ბანანის დიეტა) - Gemrielia.ge

ჭარბი წონის „წამალი“ - აი, რატომ არის ბანანი დიეტური პროდუქტი (+ ბანანის დიეტა)

ბანანი არის პროდუქტი, რომელიც დიეტოლოგიაში მეტად დაუფასებელია. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ–ს დიეტოლოგები, რომელმაც წონის დაკლების პროცესში ბანანის გამოყენების უპირატესობაზე ისაუბრეს.

 

როგორც ტერეზა ჯენტილმა აღნიშნა, გახდომისთვის, ყველაზე მეტად, მწვანე ბანანია რეკომენდირებული. ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ოპტიმიზირებას ახდენს და ხელს უწყობს ენერგეტიკული ბალანსის ნორმალიზებას. გარდა ამისა, მწვანე ბანანი სახამებლის კარგი წყაროა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ნაწლავებისთვის.

 

„ბოჭკოვანას წყალობით, რომელსაც ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს, თქვენ დიდი ხნის მანძილზე გექნებათ დანაყრების შეგრძნება, რაც თავის მხრივ, თქვენს მიერ მოხმარებული საკვების რაოდენობას შეამცირებს. გარდა ამისა, ბანანი ზრდის ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობას, რაც სწორი მეტაბოლიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბანანი — ძალიან ტკბილია, საიმისოდ, რომ მისგან დესერტები მოვამზადოთ. ამიტომ, უმჯობესია, თუ მას ტკბილეულის ნაცვლად მიირთმევთ“, — თქვა ჯენტილმა და დაამატა, რომ ბანანი საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისგან დაცვის კარგი საშუალებაა.

 

 

ბანანის კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ის ადამიანს სწრაფად დაძინებაში ეხმარება — კალიუმი, რომელითაც ეს პროდუქტია მდიდარი, ელექტროლიტების დაბალანსების კარგი საშუალებაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ბანანს შეუძლია უფრო ეფექტური გახადოს სპორტული ვარჯიშები.

 

ბანანის დიეტა ნახეთ აქ