მოხარშული სიმინდის უნიკალური თვისება - ეს ბევრმა არ იცის!
მოხარშული სიმინდი - ბევრისთვის ზაფხულის ცხელი დღეები და ზღვის პლაჟი სწორედ მასთან ასოცირდება. არავინ დაობს იმაზე, რომ აღნიშნული პროდუქტი მართლაც უგემრიელესია, მაგრამ არის თუ არა იგი ასევე სასარგებლო და შეიძლება თუ არა მისი მირთმევა განურჩევლად ყველასთვის.
ამ შეკითხვებზე შევეცდებით ქვემოთ გავცეთ პასუხი.
სინამდვილეში, სიმინდი მართლაც სასარგებლო პროდუქტების რიცხვში შედის. იგი შეიცავს А, В1, В3 ჯგუფის ვიტამინებს, В9 და С ვიტამინს, ასკორბინის მჟავას. სიმინდის ტარო მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და რკინით.
სიმინდის კერძების სანახავად დააჭირეთ ფოტოს
სიმინდს გააჩნია ანტისტრესული მოქმედება და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, გულზე და ერითროციტების გამომუშავებაზე. ორგანიზმში ვიტამინი В1-ის დღიური ნორმის შესავსებად საკმარისია დღეში სულ რაღაც 150 გ. მოხარშული სიმინდის მიღება.
სიმინდის ერთ-ერთ უნიკალურ თვისებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ იცვლის თვისებებს ხარშვისას, კონსერვირებისას თუ სხვა თერმული დამუშავებისას.
100 გრამი მოხარშული სიმინდი შეიცავს სულ რაღაც 123 კკალ/100გ, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ამასთან მას მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს, ხელს უწყობს ნივთიერებათ ცვლას და შესაბამისად, კვების დიეტურ რაციონშიც გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მოხარშული სიმინდი სასარგებლოა ჭარბი წონის დროსაც კი, რადგან მალე ანაყრებს ორგანიზმს და აქვეითებს მადას.