კოღოებმა გაგაწამეს? - 10 ხალხური საშუალება მათ მოსაშორებლად - Gemrielia.ge

კოღოებმა გაგაწამეს? - 10 ხალხური საშუალება მათ მოსაშორებლად


ზაფხულის სიძულვილის ყველაზე დიდი მიზეზი მხოლოდ ის პატარა მწერები შეიძლება იყოს, დღისით რომ მოსვენებას გვიკარგავენ და ღამით დაძინებას არ გვაცდიან. თუკი კოღოს საწინააღმდეგო მოწყობილობები არ გაქვთ ან ისეთი მუტანტი კოღოები გყავთ, რომლებსაც მათი არ ეშინიათ, 10 ხალხურ საშუალებას გაგიზიარებთ. სხვათა შორის, ყოველი მათგანი არა მხოლოდ კოღოების, არამედ ზოგადად მწერების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.


1.    პიტნა

 



 


კოღოებს პიტნის სუნი არ უყვართ. თუკი ქოთნით გაქვთ პიტნა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გაქვთ, ფოთლები წყლიან ჭურჭელში ჩააწყვეთ და ოთახში დადგით. შეგიძლიათ ოთახის სხვადასხვა ადგილას ცოცხალი პიტნა მოაწყოთ და სულაც არ ჩადოთ წყალში, მაინც ეფექტური იქნება. პიტნა არა მხოლოდ კოღოებს, ქინქლებსაც ეფექტურად დაგიფრთხობთ.


 


თუკი წელს ბევრი პიტნა გაქვთ, გირჩევთ პიტნის ლიქიორი მოამზადოთ. ლიქიორი კოღოებს ვერ განიზიდავს, მაგრამ დაათრობს მაინც.


 

2.    ლავანდა

 



 


კოღოებს არც ლავანდის სუნი ხიბლავთ. გამოიყენეთ ცოცხალი მცენარე ან ეთერზეთი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.


 

3.    ლიმონი და მიხაკი

 



 


ეს მეთოდი ახლა განსაკუთრებულად პოპულარულია. ლიმონი შუაზე გაჭერით და შიგ მიხაკები ჩაამაგრეთ. 1-2 ცალი ასეთი ლიმონი ოთახში დადეთ. სასიამოვნო სურნელიც დადგება და მწერებიც მოგშორდებიან.


 

4.    ევკალიპტი

 



 


ევკალიპტიც, ლავანდის მსგავსად, ცოცხალი ან ეთერზეთის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.


 

5.    ძმარი

 



ასევე დაგაინტერესებთ: „ქარხნული წარმოების ძმარი ამასთან ახლოსაც ვერ მივა...“ - ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სახლში


 


ზოგს ჰგონია, რომ ძმარი კოღოებს აფრთხობს, არადა, პირიქით - მიიზიდავს. ძმარი ჭურჭელში ჩაასხით, მაგიდაზე ან იატაკზე დადგით და მშვიდად დააკვირდით, როგორ აივსება ჭურჭელი კოღოებით.


 

6.    ვანილი

 



 


კიდევ ერთი სურნელოვანი მეგობარი კოღოების წინააღმდეგ. ვანილი წყალში გახსენით და ჭურჭლით დადგით იმ ადგილას, სადაც იმყოფებით.


 

7.    დაფნის ფოთოლი

 



ასევე დაგაინტერსებთ: „მწერის ნაკბენის დროს დაფნის ზეთი შეიზილეთ...“ - და კიდევ 11 სასწაულმოქმედი თვისება, რომელიც დაფნას აქვს


 


დაფნის ფოთოლი დაწვით და ოთახში მოატარეთ. თუ დამწვრის სუნი გაღიზიანებთ, წყლიან ჭურჭელში ჩადეთ რამდენიმე ფოთოლი. მის სუნზე კოღოები არ გიჟდებიან.


 

8.    რეჰანი

 



 


რეჰანზე ამბობენ, ქრისტეს სისხლზეა ამოსული და წმინდა მცენარედ ითვლებაო. რაც უნდა იყოს, მის ფოთლებს ოთახში თუ დააწყობთ, კოღოებს დააფრთხობთ.


 

9.    ყავა

 



 


ყავა დაწვით და ოთახში მოატარეთ, საკმაოდ ეფექტური მეთოდია.


 

10.    „ვიეტნამის მალამო“

 



 


ეს მალამო სახლში თითქმის ყველას აქვს. სხეულის სხვადასხვა ადგილას გადაინაწილეთ და კოღოები აღარ მოგეკარებიან. ასევე, ნაკბენზე შეგიძლიათ წაისვათ და ქავილი შეგიწყდებათ.


 

+ ბონუსი: ვალერიანის წვეთები

 

გახურებულ ტაფაზე დაასხით მცირე რაოდენობით და ოთახში მოატარეთ. კოღო ისე შორს გაფრინდება, რომ ცხოვრებაში აღარ ნახავთ.


 


თქვენ რომელი მეთოდი მოგეწონათ ან რომელს იყენებთ ხოლმე?