რა არის „ოკინავას“, ანუ იაპონელების ჯადოსნური დიეტა - რჩევები მათთვის, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესით 100 წლამდე სიცოცხლე სურს - Gemrielia.ge

რა არის „ოკინავას“, ანუ იაპონელების ჯადოსნური დიეტა - რჩევები მათთვის, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესით 100 წლამდე სიცოცხლე სურს

წყნარ ოკეანეში, იაპონიის ნაწილში, კუნძულ ოკინავაზე მოსახლეობა უკვე საუკუნეებზე მეტია თავიანთი ტრადიციებითა და ძველი ხალხისგან შემორჩენილი წესებით 100 წლამდე ცოცხლობს, თან ისე, რომ წონაში არ იმატებენ და ყოველდღე ჯანსაღად, გემრიელად იკვებებიან.


მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რაშია საქმე და რამდენიმეთვიანი კვლევა ჩაატარეს. კვლევით დადგინდა, რომ კვების გარკვეული ტიპი და კონტროლირებადი კვების რაციონი კუნძულის მცხოვრებლებს ხანგრძლივ ცხოვრებაში ეხმარება. სწორი და ჯანსაღი კვება ნაწილობრივ აფერხებს დაბერებას. უკვე შესაძლებელია ჩვენც გავიგოთ, რას მიირთმევენ იაპონელები, რომლის დახმარებითაც ჯანმრთელად გამოიყურებიან და არასდროს უშინდებიან დაბერებას.

 

რა უნდა იცოდეთ ოკინავას დიეტის შესახებ?


როგორც დიეტოლოგი სტეფანი სასოსი ამბობს, ოკინავას დიეტა მდიდარია მრავალფეროვანი საკვებით, რაც ნიშნავს ფიტოელემენტებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებულ პროდუქტებს. ეს ორი მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. ოკინავას დიეტა ზღუდავს იმ საკვების მიღებას, რომელიც იწვევს ანთებას, მაგალითად, გარკვეული ტიპის ხორცს, დამუშავებულ მარცვლეულს, ბევრ ცხიმს, შაქარს, მარილსა და მაღალი ცხიმიანობის შემცველ რძის პროდუქტებს.
 



რისგან შედგება იაპონელების ჯადოსნური დიეტა?

 

დიეტა, ძირითადად, მწვანე და ყვითელი ბოსტნეულებისგან, სოიოსა და სოკოსგან დამზადებული კერძებისგან შედგება. ოკინაველები იშვიათად მიირთმევენ ხორცს, რძის პროდუქტებსა და ცხიმიან საკვებს. გთავაზობთ ოკინავას დიეტაში შესული საკვების სიას:

 

  • ბოსტნეული: ტკბილი კარტოფილი, ზღვის წყალმცენარეები, ბამბუკის ყლორტები, მწარე ნესვი, კომბოსტო, სტაფილო, გოგრა, პაპაია, სოკო.
  • სოიოს პროდუქტები: ტოფუ, მისო, ნატო (გადადუღებული სოიო).
  • ბურღულეული: ფეტვი, ხორბალი, ბრინჯი, მაკარონი
  • ხორცი და ზღვის პროდუქტები: ყველა სახის თევზი და ზღვის პროდუქტი, ღორის ხორცი.

 

გააგრძელეთ კითხვა