ცივი ყავა თუ შეიკი? – „თოლიას“ ახალი გამოსავალი ცხელი ზაფხულიდან
რა უნდა დალიოთ მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცხელა და ენერგია გაკლიათ, წინ კი მთელი დღეა და უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი? პასუხი მარტივია – ყავა, ოღონდ ცივი! რატომ? – იმიტომ, რომ ცივი ყავა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს და ეფექტიც უფრო ხანგრძლივი და შესამჩნევია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცივი ყავა ენას არასოდეს გწვავთ! თუმცა, რასაკვირველია, სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს...
მარტივად რომ გითხრათ, ცივი ყავა ზაფხულში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მისი ეფექტი პირველივე ყლუპიდან იგრძნობა, გემო კი ნაკლებად მწარე და მეტად დაბალანსებულია, რაც სმის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის და განტვირთვაში, გაღვიძებასა და ენერგიის მობილიზებაშიც უკეთ გეხმარებათ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში „თოლიას“ რომელიმე სანაყინეში შეივლით და კლასიკურ ცივ ყავას ან ცივ ყავას ნაყინით შეუკვეთავთ. გარდა იმისა, რომ აქ ყავის ფართო ასორტიმენტია, სტუმრებს მაფინებისა და სხვა დესერტების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
„თოლიას“ ცივი ყავა ბევრად უფრო მისაღებია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კუჭი აქვთ. ეს იმიტომ, რომ ცხელი ყავისგან განსხვავებით, აქ მჟავიანობა 67%-ით ნაკლებია, რაც უკეთესია როგორც გემოსთვის, ისე –კბილებისა. საქმე იმაშია, რომ ცივად მომზადების დროს, ყავის მარცვლები გაცილებით უფრო რბილ, დაბალანსებულ არომატს ქმნიან და, შესაბამისად, სხვა გემოებთან შერწყმასაც ამარტივებენ. ამის გამო, ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ ცხელი ყავა მეტ კოფეინს შეიცავს, რაც, როგორც უკვე გითხარით, არასწორია. ცივად დამუშავებისას, ჭიქაში კოფეინის მეტი კონცენტრაცია და, შესაბამისად, თქვენთვის შემონახული მეტი ენერგია რჩება, რომლის ეფექტიც 8-დან 24 საათამდე ნარჩუნდება.
გარდა ამისა, „თოლიას“ ცივი ყავა ამცირებს ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკს, ხელს უწყობს მეხსიერების გამართულად მუშაობას და ამცირებს კისრისა და წელის ტკივილის შეგრძნებას.
„თოლიას“ ცივი ყავა იდეალურია ვარჯიშის წინაც, როცა შიმშილის გრძნობის დათრგუნვას, კუნთების ტკივილის შემსუბუქებასა და ენერგიის მობილიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს სასმელი ვარჯიშის შემდეგაც ეფექტურია და ორგანიზმს მეტი კალორიის დაწვაში ეხმარება. რაც მთავარია, ყველას შემჩნეული გექნებათ, რომ ცივი ყავის დალევის შემდეგ, შიმშილის გრძნობა სადღაც ქრება. აი, ამიტომაცაა ყავა ყველა დიეტის საუკეთესო მეგობარი!
იმ შემთხვევაში კი, თუ გაგრილება და ენერგიის მობილიზება ყავის გარეშე გსურთ, შეგვიძლია, „თოლიას“ ჯადოსნური შეიკები გირჩიოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გიყვართ – ვანილი, შოკოლადი, მარწყვი, ალუბალი, კარამელი თუ ჟოლო – აქ ყველა გემო სრულ მზადყოფნაშია!
გარდა იმისა, რომ უზომოდ გემრიელია და განწყობასაც უზომოდ აუმჯობესებს, შეიკი რძის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და მათაც კი აჯადოებს, ვისაც ცარიელი რძის დალევა არ შეუძლიათ. ამიტომ, „თოლიას“ შეიკი, ყველა მშობლისა თუ ბავშვისთვის, იდეალური, ჯანსაღი და გემრიელი გამოსავალია. რაც მთავარია, ფასი იმდენად მისაღებია, რომ ამ სიამოვნებაზე უარის თქმა არასოდეს მოგიწევთ!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახლა ზაფხული, სიცხე და დასვენების დროა, ამიტომ „თოლიას“ ცივი ყავა თუ ფერადი შეიკი უპირობო და საუკეთესო გადაწყვეტილებაა – ყველგან და ყოველთვის. რასაკვირველია, ყავასა და დესერტებთან ერთად, აქ ჩამოსასხმელი და უკვე ჩამოსხმული ნაყინების ყველაზე დიდი არჩევანია! ამიტომ, სანამ ცხელ-ცხელ თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში „თოლიას“ სანაყინეს გვერდს აუვლით, კარგად დაფიქრდით – ბედნიერებასა და ენერგიას ხომ არ მოიმარაგებდით?
R