ეს არის საოცარი სასმელი სუპერ ბრტყელი მუცლისათვის! მის ყოველ კომპონენტს აქვს ცხიმების წვის უნიკალური თვისება - Gemrielia.ge

ეს არის საოცარი სასმელი სუპერ ბრტყელი მუცლისათვის! მის ყოველ კომპონენტს აქვს ცხიმების წვის უნიკალური თვისება

ეს სასმელი არა მხოლოდ ავსებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაშიც ეხმარება.

მის ყოველ კომპონენტს აქვს ცხიმების წვის უნიკალური თვისება, თუმცა ეფექტური შედეგისთვის აუცილებელია ამ სასმლის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა და მისი სისტემატურად მიღება.

ჯანჯაფილი (კოჭა) იმუნურ სისტემას ამაგრებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამ თვისებების წყალობით წონის კლებასაც უწყობს ხელს და კანის ფერსა და მდგომარეობასაც აუმჯობესებს.

ლიმონი C ვიტამინის წყაროა, თაფლი კი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადო.

დარიჩინი შესამჩნევად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. ვაშლი უჯრედისს, რკინას და ვიტამინებს შეიცავს.

როგორ მოვამზადოთ სასმელი?

ამისათვის დაგვჭირდება:
10 სმ ჯანჯაფილის ფესვი
10-12 წითელი ვაშლი
2 ლიმონის ცედრა და წვენი
1-2 დარიჩინის ჩხირი
თაფლი გემოვნებით


გაასუფთავეთ ჯანჯაფილი და თხელ ნაჭრებად დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში.
ვაშლი ოთხად გაჭერით, ლიმონის ცედრასტან და დარიჩინთან ერთად დაამატეთ ჯანჯაფილს.
დაასხით 4-5 ლ წყალი, აადუღეთ და 3 წუთი ხარშეთ.
ამის შემდეგ გადაწურეთ, თავზე დააფარეთ და გააციეთ.
ჯერ კიდევ თბილ სასმელს დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.
შეიძლება სვათ თბილიც და ცივიც.

ალბათ, არ ღირს იმის აღვნიშნა, რომ საუკეთესო შედეგისთვის ვარჯიში და სწორი კვება აუცილებელია!