საშიშია თუ არა დაზიანებული ზედაპირის მქონე ტაფა? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პასუხი - Gemrielia.ge

საშიშია თუ არა დაზიანებული ზედაპირის მქონე ტაფა? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პასუხი

ტეფლონის ტაფა ძალიან პოპულარულია, რადგან ზედაპირზე არ იწებებს საკვებს, ადვილად ირეცხება და, რაც მთავარია, ბიუჯეტურია.

საკმაოდ ხშირად მომხმარებელი მას მაშინაც იყენებს როცა ზედაპირი დაზიანებულია, გაკაწრულია, გახაზულია, ფერი აქვს შეცვლილი და ა.შ.

დაიმახსოვრეთ რომ მცირედ დაზიანებული ზედაპირის მქონდე ტეფლონის ტაფაც კი არ უნდა გამოიყენოთ საკვების მოსამზადებლად.

ასეთი ტაფების დასამზადებლად იყენებენ PTFE პოლიტეტრაფლორეთილენს, რაც მას ანიჭებს უნარს, მომზადებისას არ მიიკროს საკვები. თავის მხრივ, PTFE-ის მისაღებად იყენებენ PFOA პერფლოროქტანულ მჟავას, რომელიც წარმოადგენს კანცეროგენს. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას ტეფლონის ტაფიდან საკვებში ისედაც გადადის ეს ნივთიერება, მაგრამ მცირე კონცენტრაციით. ხოლო, ზედაპირის მთლიანობის დაზიანებისას მიგრაციის ხარისხი საგრძნობლად იზრდება. ასევე ნანახია რომ ეს ნივთიერება გადადის ახალშობილის სისხლშიც, მოქმედებს ღვიძლის, თირკმლის ფუნქციონირებაზე და დიდ ხანს რჩება ორგანიზმში.

ავტორი: ირაკლი არაბული, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.