ხილისა და ბოსტნეულის დღიური ულუფა - Gemrielia.ge

ხილისა და ბოსტნეულის დღიური ულუფა

ამგვარად  ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობით შეივსება.  გაგაცნობთ სხვადასხვა პროდუქტის დღიურ მინიმალურ ულუფას, რომელსაც ევროპელი დიეტოლოგები გვირჩევენ:

4 ნედლი სატაცური
1/2 ავოკადო
1 საშუალო ზომის ბანანი, მსხალი, ვაშლი, ფორთოხალი ან სხვა მსგავსი ზომის ხილი
3 ს.კ სხვადასხვა სახის მარცვლეული - ლობიო, სოიო და ა.შ
3 პატარა  თავი ან 7 ნაჭერი ჭარხალი
2 ყვავილედი ბროკოლი
8 ბრიუსელის კომბოსტო
1/4 თავი კომბოსტო (მომცრო ზომის)
8 ყვავილედი ყვავილოვანი კომბოსტო
2 მანდარინი
1/2 ყაბაყი
1/2 კიტრი
3 ცალი გარგრის ჩირი ან ფინიკი
1 პატარა მტევანი ყურძენი ან 1 ს.კ ქიშმიში
1 საშუალო ზომის ჭიქა ბოსტნეულის ნატურალური უშაქრო წვენი
1 ხახვი ან პრასი
3 ს.კ ნებისმიერი სახეობის ოსპი, ასევე ბარდა, ახალი ან გაყინული, მაგრამ არა კონსერვირებული
1 ნაჭერი ნესვი
1 ჭიქა ალუბალი და კენკრა
14 ცალი სოკო
1 ატამი 
2 ნაჭერი ანანასი
2 ქლიავი, კივი ან სხვა ამ ზომის ხილი
2 პამიდორი
7 ცალი მარწყვი
1 ჯამი ისპანახის, სალათის ან წიწმატის ფოთლები
1 მოზრდილი ბატატი



GEMRIELIA

იმისთვის რომ ხილისა და ბოსტნეულის მიღება უფრო გაგვიადვილდეს, რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ:

დაამატეთ ხილი დილის საუზმეში, იქნება ეს ფაფა, ბლინები, მიუსლი თუ სხვა რამ.

მოამზადეთ იოგურტები ან რძის კოქტეილი სხვადასხვა ხილით. დაამატეთ ხილი მაწონში და ათქვიფეთ - შინაური იოგურტი მზადაა!

ჩიპსების, კრეკერების, ბისკვიტების ნაცვლად უმი ბოსტნეული და ხილი ახრამუნეთ: ვაშლი, ბანანი, სტაფილო, ქიშმიში, სხვადასხვა ჩირი.

სხვადასხვა კალორიული სოუსების ნაცვლად გარნირად ბოსტნეულის სალათები და სალსა მოამზადეთ.

გაზიანი სასმელების ნაცვლად ნატურალური წვენები სვით.

სადილის წინ დიდი თეფშით სალათი და ბოსტნეული მიირთვით, სასარგებლოა, კუჭსაც შეავსებს და კალორიული კერძებისთვის ნაკლები ადგილი დარჩება ;)

მაკარონს ნაღების ან სხვა კალორიული სოუსის ნაცვლად ბოსტნეული დაამატეთ, მათ შორის გაყინულიც. ეს უფრო მარტივიცაა და უფრო სასარგებლოც.

ყოველთვის გედოთ მაგიდაზე დიდი თეფში სხვადასხვა ფერადი ხილით: ბანანით, ვაშლით, ციტრუსით, ყურძნით... როცა ხედავთ, ჭამაც მოგინდებათ!