ხელს უწყობს წონის კლებას და... ღოღნაშოს კიდევ 6 წარმოუდგენლად სასარგებლო თვისება - Gemrielia.ge

ხელს უწყობს წონის კლებას და... ღოღნაშოს კიდევ 6 წარმოუდგენლად სასარგებლო თვისება

ღოღნოშო ქლიავის მსგავსი ხილია, თუმცა მასზე მეტად ტკბილია, რის გამოც ფართოდ იყენებენ ღვეზელებსა და მურაბებში. ნაყოფი მრგვალი ფორმისა და ლურჯი ფერისაა. საქართველოში ხარობს ქარელის, ხაშურის ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ასევე გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში. რაჭასა და იმერეთში ღოღნაშოს ან ოღნაშოს სახელით იცნობენ, ქიზიყურად „ღაღნაშოა“ გავრცელებული.

 

ღოღნოშოს არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია. იგი მდიდარია C და B2 ვიტამინებით, ასევე შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, მანგანუმსა და მაგნიუმს. ღოღნოშო აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებასა და ძილის რეჟიმის დარეგულირებას, იცავს გულის დაავადებებისგან, აძლერებს ძვლებს, ამცირებს გარკვეული სახის კიბოს რისკს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

უფრო ვრცლად წარმოგიდგენთ ღოღნოშოს სასარგებლო თვისებებს:

 

 

1.    საჭმლის მონელების გაუმჯობესება

 

როგორც ხილის უმეტესობა, ღოღნოშოც მდიდარია საჭმლის მომნელებელი სისტემის უჯრედისებით, რომლებიც საკვებს ეხმარება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადატანაში, შველის ყაბზობას, შებერილობას და, თქვენ წარმოიდგინეთ, კუჭის წყლულსაც კი. ღოღნოშოში შემავალი უჯრედისების წყალობით საჭმლის მომნელებელი სისტემა გამართულად მუშაობს, ამიტომ ეს ხილი წონის კლებაშიც გვეხმარება.

 

2.    ჯანმრთელი გული

 

ღოღნოშოში შემავალ უჯრედისებს შეუძლიათ „ცუდი“ ქოლესტერინის ამოცნობა და ორგანიზმიდან მისი განდევნა, რაც ქოლესტერინის ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ღოღნოშოს მიღება ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთულ მუშაობას.

 

 

3.    ენერგიის მომატება

 

სპილენძისა და რკინის შემცველობის მაღალი დონის გამო ღოღნოშო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. უენერგიობისა და ჯანმრთელობის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი ანემიაა, რაც, პირველ ყოვლისა, რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. სპილენძი და რკინა სისხლის წითელი უჯრედების ორ სასიცოცხლო კომპონენტს წარმოადგენს, რომლებსაც ორგანიზმისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება შეუძლიათ.

 

4.    კიბოს პრევენცია

 

ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ღოღნოშოს შეუძლია ძუძუს კიბოს პრევენცია და კიბოს უჯრედების დამარცხებაც კი. ვინაიდან ძუძუს კიბო ქალებში ძალიან გავრცელებულია, ექიმები გვირჩევენ, კვების რაციონში ღოღნოშო აუცილებლად ჩავრთოთ.

 

 

5.    მშვიდი ძილი

 

მაგნიუმისა და C ვიტამინის მაღალი შემცველობის დამსახურებით, ღოღნოშოს მშვიდი ძილის უზრუნველყოფაც შეუძლია. ამ ხილს განსაკუთრებით ეტანებიან ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი აქვთ და სტერსულ გარემოში უწევთ მუშაობა.

 

6.    იმუნიტეტის გაძლიერება

 

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ღოღნოშო მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია. სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად. C ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რაც ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

 

7.    ძვლების გაძლიერება

 

ღოღნოშო შეიცავს ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭირო ისეთ მინერალებს, როგორიცაა: მანგანუმი, სპილენძი, რკინა და ფოსფორი. ეს მინერალები ძვლების ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაშიც დიდი როლს ასრულებენ.

 

ამ და სხვა მიზეზების გამო ღოღნოშო ნამდვილად არის ის ხილი, რომელიც ჩვენს დღიურ რაციონს უნდა დავუმატოთ.