5 მომაკვდინებელი ინფექცია, რომლებიც სასარგებლო საკვებიდან გაჩნდა
ჯერ კიდევ 150 წლის წინ, საკვები ბაქტერიები ადამიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. დასნებოვნება შესაძლებელი იყო ყოველდღიური საკვებისგან: ხორცი, ბრინჯი, რძე, ყველი, კვერცხი, მწვანილი. კაცობრიობამ ისწავლა მათთან გამკლავება - გამოჩნდა ანტიბიოტიკები, გასუფთავდა წყალი, მაგრამ ზოგიერთი ინფექციები დღემდე საშიშად რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კონტროლიდან გამოსული 12 ბაქტერიის სია, რომლებმაც განიცადეს მუტაცია და აღარ ექვემდებარებიან წამლების ზემოქმედებას. მათ შორისაა ჰელიკობაქტერია პილორი, სალმონელა და სხვა.
კოლი-ინფექცია
2011 წელს ამ ინფექციამ დიდი პანიკა მოიტანა ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთსა და ჩრდილო ამერიკაში. დასნებოვნების ოთხიათასამდე შემთხვევა, მათ შორის 52 სიკვდილიანობა დაფიქსირდა. ბაქტერია Escherichia coli აზიანებს ნაწლავს. ადამიანს აღენიშნება მუცლის არეში სპაზმები, შემცივნება, სიცხე. ანტიბიოტიკები ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის. ინფექცია აპროვოცირებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებას - ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომს, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოდის თირკმელები, მკვეთრად ეცემა სისხლში თრომბოციტების რაოდენობა. დასნებოვნების წყაროა უმი რძე, ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
სალმონელა
სალმონელოზით დასნებოვნება შესაძლებელია თოხლო კვერცხის, თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ქათმის ხორცის მიღებისას. ბაქტერია ცხოვრობს ფრინველის ორგანიზმში და აღწევს კვერცხშიც.
სიმპტომები ვლინდება 12-36 საათის შემდეგ. მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ძლიერი ღებინება და ფაღარათი. ხანდაზმული ადამიანებისა და ბავშვებისათვის სალმონელოზით დასნებოვნება შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს ელექტროლიტების - კალიუმის, ნატრიუმის, ქლორისა და ბიკარბონატის დაკარგვის გამო.
ყოველწლიურად, სალმონელოზით 550 მილიონი ადამიანი ავადობს, 525 ათასი ბავშვი 5 წლამდე იღუპება ინფექციური დიარეის გამო.