18 კულინარიული საიდუმლო, რომელიც დედათქვენმაც კი არ იცის - Gemrielia.ge

18 კულინარიული საიდუმლო, რომელიც დედათქვენმაც კი არ იცის

სამზარეულო გახლავთ ადგილი, სადაც ჩვენი დროის არცთუ ისე ცოტა ნაწილს ვატარებთ, სადაც ვავლენთ კულინარიულ ნიჭს და შემოქმედების ნაყოფს ახლობლებსა თუ სტუმრებს ვუზიარებთ.

თუმცა, ხშირად ხდება, როცა უვიცობისა და გაუფრთხილებლობის გამო ვაფუჭებთ პროდუქტებს ან წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ყავა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცოტაოდენ მარილს დავუმატებთ, ხოლო ყველი რომ არ გახმეს, კარაქი უნდა წავუსვათ. გთავაზობთ კულინარიული რჩევების კოლექციას, რომლის გამოცდის სურვილი ახლავე გაგიჩნდებათ.
 

1. ცხიმის შხეფების თავიდან ასაცილებლად, ტაფას წინასწარ ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ

 


 

2. ომლეტი ფაფუკი გამოგივათ, თუ ათქვეფისას კვერცხს 2 კოვზ ცივ წყალს დაუმატებთ

 

 

3. ცომს ცოტაოდენი გაზავებული კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ - ფუნთუშები და ნამცხვრები მეორე დღესაც სიფაფუკეს და სირბილეს შეინარჩუნებს

 

 

4. ჭარხალი დიდხანს იხარშება - 3-3,5 საათის განმავლობაში. პროცესის დასაჩქარებლად, 30 წუთის დუღილის შემდეგ 15 წუთი ონკანში, ცივი წყლის ქვეშ შედგით. ტემპერატურის ცვალებადობა ხელს შეუწყობს სწრაფად მოხარშვას.

 

 

5. საფუარის ნაცვლად კონიაკს თუ გამოიყენებთ, ცომი უფრო არომატული და გემრიელი გამოვა

 

 

6. კვერცხის ცილა უფრო ფაფუკი რომ გამოვიდეს, წინასწარ გააცივეთ და ათქვეფისას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ლიმონის მჟავა დაუმატეთ. კვერცხის გულს კი პირიქით - სითბო და შაქარი უხდება

 

 

7. ხორცი რომ კარგად შეიწვას და „ოქროს ქერქი“ დაედოს, წინასწარ ცოტაოდენი თაფლი წაუსვით

 

 

გააგრძელეთ კითხვა