„არაა სწორი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბევრი სითხის მიღება კოვიდის დროს სასარგებლოა“ - ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის მიმართვა - Gemrielia.ge

„არაა სწორი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბევრი სითხის მიღება კოვიდის დროს სასარგებლოა“ - ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის მიმართვა

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს და ცდილობს, გააქარწყლოს აცრასთან დაკავშირებული რამდენიმე მითი, რომლებიც საყოველთაოდ გავრცელებულია. მათ შორის, მან ისაუბრა წყლის მიღების რეკომენდაციის შესახებ:

 

„არაა სწორი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბევრი სითხის მიღება სასარგებლოა. დამძიმებული ფორმების შემთხვევაში - კი პირიქით, არაფრით არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება! შეიძლება გამოიწვიოს შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ფილტვების დაზიანების გამო.“

 

დავით გადელიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებზეც ისაუბრა: „ვაქცინა გაიკეთა და მაინც დაავადდა" -კი ბატონო, ასეც ხდება. ის კი არა, ძალიან ბევრი გვყავს ხელმეორედ გადატანილები. გვყავს ექიმიც, რომელიც ორჯერ დაავადდა და შუაში ვაქცინირებულიც იყო! რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ვაქცინაციას აზრი არა აქვს? მსოფლიო სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამბობს და ეს გამონაკლისები სწორედ ზოგადად კანონზომიერებას ამტკიცებს: "აცრილების დაავადების ალბათობა 80%-ით მცირდება, ხოლო სიკვდილობა, სრულყოფილი ვაქცინაციისას- 99-100% -ით!“

 

წაიკითხეთ სრულად