ძვირიანი სარწყავი სისტემის ნაცვლად ასეთი რამ მოიფიქრეს, რომ კარგი მოსავალი მიეღოთ... - Gemrielia.ge

ძვირიანი სარწყავი სისტემის ნაცვლად ასეთი რამ მოიფიქრეს, რომ კარგი მოსავალი მიეღოთ...

"არაე­რთმა გონიერმა ადამიანმა ბაღჩეულს გასარწყავების მარტივი სისტემა დაუდგა და მოსავალი ჭიდან ელექტრომოტორით ამოქაჩული წყლით მოიყვანა, ანუ უარი თქვა წვეთოვან მორწყვაზე,­ რომელიც მისთვის ძვირი აღმოჩნდა და სანაცვლოდ მარტ­ივად დახვრეტილი რეზინის შლანგ­ები გამოიყენა, რაც ბევრად იაფია წვეთოვანი სარწყავი სისტემის დადგმაზე. წარმოიდგინეთ, ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარგი მოსავლის მისაღებად..."
 

წლევანდელმა ცხელმა ივნის-ივლისმა­ სოფლის მეურნეობა უფრო დააზარალა,­ განსაკუთრებით კულტურათა ის ჯიშები,­ რომლებიც ამ თვეებში შემოდის. ­აგვისტოს წვიმებმა გამოასწორა ზოგიერთი კულტურის მდგომარეობა, მაგრამ არა გრუნტის­ პამიდვრისა, რომლის მოსავლიანობა­ სიცხემ დააქვეითა. ამან განაპირობა წლ­ე­ულს ბაზარზე პამიდვრის გაცილებით მაღალი ფასი, ვიდრე გასულ წლებში. წლების განმავლობაში დედაქალაქის ბაზარს მთელ სეზონზე დიდწილად მარნეული ამარაგებდა. ბოლო წლებში კი აგვისტო­დან ბაზარზე გორის პამიდორი ლიდერობს. თუმცა წლევანდელმა კლიმატმა ორივე რეგიონის მოსავალი გაანახევრა და შესაბამისად, შუა ზაფხულში პამიდორი გაძვირდა. საბედნიეროდ, ძნელბედობას­ შეჩვეულ ჩვენს ფერმერებსა­ და გლეხებს­ გულის გატეხა არ სჩვევიათ დაP აქედანვე იჭერენ თადარიგს როგორც აღმოსავლეთ, ასევე­ დასავლეთ საქართველოში, სადაც პამიდორი­ სარწყავი არხების არარსებობამ­ და სიც­ხემ დააზარალა.­.. მარნეულელი­ ფერმერი­ ფრიდონ ქველაძე­ წარმო­შობით საჩხერ­ელია. ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში სარწყავი არხების არარსებობა გაუსაძლისი­ სიცხის დროს აუტანელია, ამის გამო მოსახლეობას­ შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს. მიუხე­დავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქა­რთველოში სარწყავი არხები მოქმედებს, ცხელი ივნის-ივლისის გამო ბაღჩეულის მოსავლიანობა აქაც შემცირდა. თუმცა ყოველთვის შეიძლება გამოინახოს გზა უკეთესობისკენ.

 

- ისეთი სიცხე იყო წლეულს, ყველას გაგვიჭირდა, მოსავალსაც და ადამიანსაც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მოგე­ხსენებათ, მარნეულში სარწყავი არხები მოქმედებს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე­ მოსავალი მაინც გაგვინახევრდა. პამიდორს­ ყველაზე მეტი მორწყვა ყვავილობისა და ნაყოფიერების პერიოდში სჭირდება, ჩვენს არხებში წყალი კი სწორედ ამ დროს შემცირდა. წარმომიდგენია და ვიცი, რა მოუვიდა დასავლეთ საქართველოს, მაგალითად,­ იმერეთს, სადაც ზოგ ადგილას დათესილი­ მარცვლეულიც არ ამოვიდა. თუმცა არაე­რთმა გონიერმა ადამიანმა ბაღჩეულს გასარწყავების მარტივი სისტემა დაუდგა და მოსავალი ჭიდან ელექტრომოტორით ამოქაჩული წყლით მოიყვანა, ანუ უარი თქვა წვეთოვან მორწყვაზე,­ რომელიც მისთვის ძვირი აღმოჩნდა და სანაცვლოდ მარტ­ივად დახვრეტილი რეზინის შლანგ­ები გამოიყენა, რაც ბევრად იაფია წვეთოვანი სარწყავი სისტემის დადგმაზე. წარმოიდგინეთ, ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარგი მოსავლის მისაღებად... საბედნიეროდ, აღმოსავლეთში სარწყავი­ სისტემა გამართული გვაქვს. ეს რომ არა, წლეულს ვერც პამიდორს მოვიყვანდით, ვერც სხვა ბაღჩეულს. გვალვა მაისიდანვე დაიწყო და სამ თვეს გაგრძელდა. მე ჰექტარზე 50 ტონა პამიდორს ველოდი, მაგრამ 18 ტონაზე მეტი ვერ დავკრიფე. ცხადია, მოსავალი გაუყიდავი არ დამრჩენია. პამიდორზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

 

- როგორც ამბობენ, ქართული პამიდვრის ჯიში გააქრო უფრო გამძლე ჰიბრიდულმა ჯიშებმა. თქვენც ასეთი პამიდორი მოგყავთ?

 

- ჰიბრიდული ნამდვილად არ მომყავს,­ მიუხედავად იმისა, რომ მასაც არ ვემდური.­ უბრალოდ, თუ მოუვლი, ქართული ჯიშებიც ისეთივე უხვმოსავლიანია, როგორიც ჰიბრიდი.

 

გააგრძელეთ კითხვა