0 კალორია და უამრავი სარგებელი... - 8 სასმელი, რომლებიც ორგანიზმს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას აწვდის - Gemrielia.ge

0 კალორია და უამრავი სარგებელი... - 8 სასმელი, რომლებიც ორგანიზმს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას აწვდის

ყველაზე საჭირო და აუცილებელი სასმელი ორგანიზმისთვის უბრალო წყალია. ის სითხის საუკეთესო წყაროა. მაგრამ არსებობს სასმელები, რომლებიც წყლის გარდა, ორგანიზმს კიდევ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას აწვდის.

 

ერთ-ერთი ასეთი სასმელი მწვანე ჩაია. ის უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა: ამცირებს ოსტეოპოროზის, კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მასში დიდი რაოდენობით ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები შედის, რომლებიც უჯრედებს მავნე ზეგავლენისგან იცავენ და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. ჩაიში ასევე შედის ფტორი, რომელიც ძვლებისა და კბილებისთვის აუცილებელია. კალორია-0

 

 

პიტნის ჩაის ანტიკოლიკური ეფექტი აქვს, ააქტიურებს საჭმლის მონელებას, ხასიათდება ანტისპაზმური ეფექტით და ასუსტებს კუნთების ტკივილს.  კალორია - 0

 

1%-იანი რძე რთულ ნახშირწყლებს, ცილას და მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. ამიტომ ეს პროდუქტი ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას საკმაო ხნის განმავლობაში ანიჭებს. რთული ნახშირწყლების წყალობით, სისხლში შაქრის დონე სტაბილური რჩება. ამასთანავე, რძეში კალციუმთან ეთრად შემავალი D ვიტამინი მის ათვისებას აადვილებს. კალორია - 1 ჭიქა (250მლ) რძე 120 კ.

 

 

სოიოს რძე ძალიან სასარგებლო სასმელია. ის აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს. ვისაც სურს, რომ ძროხის რძე მთლიანად სოიოს რძით ჩაანაცვლოს, დამატებით დასჭირდება A და D ვიტამინის მიღება, რადგან ამ უკანასკნელში იგი არ შედის. სოიოს რძე ფიტოესტროგენებს შეიცავს, ამიტომ, მან,  ვინც მკერდის კიბოს რისკ-ჯგუფში შედის, ექიმთან უნდა შეათანხმოს მისი მიღება.
250 გ პროდუქტში 81 კკალ.

 

ცხელი შოკოლადი ან კაკაო გუნება-განწყობას აუმჯობესებს. კაკაოში შემავალი პოლიფენოლები უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ცხელი შოკოლადის მირთმევისას ბედნიერების ჰორმონად წოდებული სეროტონინი გამომუშავდება.

 

 

პამიდვრის უმარილო წვენი რამოდენიმე სახეობის კიბოს პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა. მასში დიდი რაოდენობით ლიკოპენი შედის, რომელიც მკერდის, ყელის, ფილტვების, კუჭის, ღვიძლის, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს საგრძნობლად ამცირებს. 250 გ პროდუქტში 43 კკალორიაა.

 

შტოშის წვენი ღრძილების დაავადებებს უხდება და შარდსასქესო გზების ინფექციების დროსაც სასარგებლოა.
 

ახალდაწურულ ფორთოხლის წვენში შემავალი C ვიტამინი კი იმუნიტეტს აძლიერებს და ფოლის მჟავის შესანიშნავი წყაროა. ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო ორსულთათვის.