რას ნიშნავს, როცა ქათმის ფილეს თეთრი ხაზები აქვს? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება
რატომ გვიყვარს ქათმის მკერდის ხორცი? ბევრი დიასახლისი მას იმის გამო აფასებს, რომ სწრაფად და უამრავი კერძის მომზადება შეიძლება. ჯანსაღი კვების მიმდევრები იმიტომ ირჩევენ, რომ ადვილად ათვისებად ცილასა და მინიმალური რაოდენობით ცხიმს შეიცავს. ეკონომიურ კულინარებს კი ქათმის ფილეს მიმზიდველი ფასი ახარებთ. მაგრამ არის ის, რაც ყველას ეხება...
დიეტური ქათმის ფილე, რომელსაც ყველა ასე აქებს, შეიძლება საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფილე უხარისხოა. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი პროდუქტი საზიანოსგან?
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბულის განმარტებით, თეთრი ზოლების არსებობა ხორცზე მიანიშნებს იმაზე, რომ ქათმის გაზრდის დროს გამოყენებულია ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც ქათამს გაზრდაში ეხმარება.
როგორი უნდა იყოს კარგი ქათმის ფილე? - ვარდისფერი, არა - ყვითელი შეფერილობის.