როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა გაყინული თევზი - Gemrielia.ge

როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა გაყინული თევზი

თევზი ძალიან სასარგებლო და ამავდროულად გემრიელი პროდუქტია. მისი მიღება რეკომენდირებულია კვირაში 2-3-ჯერ. ხარისხიანი თევზის არჩევა რომ გაგიადვილდეთ, ამისთვის რამოდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

 

ხარისხიან გაყინულ თევზს ლაყუჩები უფრო მკრთალი აქვს, ვიდრე ახალს. თუ თევზს მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერი დაჰკრავს, მისი მოხმარება არ ღირს, რადგან უკვე ძველია, შენახვის პირობები კი დარღვეული. შესაბამისად, ის უკვე აღარ გახლავთ სასარგებლო პროდუქტი.

 

თუ თევზი დაჭერისთანავე, მოკლე დროში გაიყინება, გალღვობის შემდეგ ისეთივე ელასტიური და გემრიელი იქნება.