რა შემთხვევაში ხდება ყურძენი სახიფათო... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

რა შემთხვევაში ხდება ყურძენი სახიფათო... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ყურძნის სამკურნალო თვისებებზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, ძველი ბერძნები მისი დახმარებით გაციებასა და უამრავ სხვა დაავადებას უმკლავდებოდნენ. ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის, თანამედროვე მედიცინაც აქტიურად იყენებს ყურძნის სამკურნალო თვისებებს. სპეციალური სამკურნალო მიმართულებაა ამპელოთერაპი.

ყურძენი ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავია, მაგრამ მაინც არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იგი ორგანიზმისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

კუჭისა და თორმეტჯგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, აგრეთვე დიარეის დროს;

ის დაუშვებელია შაქრიანი დიაბეტის და გაცხიმოვნების, არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ციროზის, კარიესის, სტომატიტის მქონეთათვის;

ყურძნის მიღება სასურველია სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად, რამდენადაც ის აპროვოცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესებს, იწვევს ნაწლავის გაღიზიანებას და მეტეორიზმს;

არ ჭამოთ საღამოს, 4-5 საათის შემდეგ – ამ დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება ქვეითდება და საჭმლის მომნელებელ სისტემას ხილის, კონკრეტულად კი ყურძნის გადამუშავება უჭირს. სრულფასოვანი გადამუშავების გარეშე დარჩენილი ხილი, ერთი მხრივ, სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, მეორე მხრივ კი, ნაწლავებში დუღილის პროცესების გააქტიურებას იწვევს;

ყურძნის ჭამის შემდეგ რეკომენდებულია საგულდაგულოდ გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, რათა მასში არსებულმა შაქარმა ნეგატიურად არ იმოქმედოს კბილის ემალზე. არ არის საჭირო კბილის გახეხვა სპეციალური საწმენდი პასტით, რამდენადაც ყურძენში არსებული მჟავები დროებით არბილებენ კბილის ემალს და თუ მას მაშინვე გავიხეხავთ, ჯაგრისი ემალს მექანიკურად დააზიანებს. ასე რომ, საკმარისია პირის ღრუს გამოვლება ოთახის ტემპერატურის წყლით;

სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო თავად ჯიშებთანათაც, მაგალითად, წითელი ჯიშის ყურძნის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული მასში მაღალი კონცენტრაციით მეთანოლის შემცველობის, მწვანე ჯიშების კი - გამოხატული საფაღარათო ეფექტის გამო; ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილმა პირებმა თავი უნდა შეიკაონ დიდი რაოდენობით შავი ჯიშის ყურძნისგან;

ასე რომ, ყურძნის დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ მოსალოდნელია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დისპეფსიური მოვლენები, კარიესი, ალერგია, სისხლში გლუკოზის დონის მატება, მადის გაძლიერება, გაცხიმოვნება და ჭარბი წონის სწრაფი დაგროვება.

ავტორი: ეკა ჭავჭავაძე

წყარო