ეს მურაბა ჟოლოზე ეფექტურია გაციების დროს, წვენი კი ალუბლისას არ ჩამოუვარდება - იაფი და ძალიან სასარგებლი ხილი ზამთრისთვის - Gemrielia.ge

ეს მურაბა ჟოლოზე ეფექტურია გაციების დროს, წვენი კი ალუბლისას არ ჩამოუვარდება - იაფი და ძალიან სასარგებლი ხილი ზამთრისთვის

 

გვიანი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ღოღნაშოს სეზონია. ეს მცენარე ქალაქელ დიასახლისებში დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს აშკარად გაიზარდა მის მიმართ ინტერესი. მიზეზი კი ისაა, რომ ღოღნაშო ძალიან სასარგებლო ხილია, მის მურაბას კი გრიპისა და გაციების დროს ჟოლოზე უკეთესი ეფექტი აქვს. წელს, როგორც ამბობენ, ღოღნაშოს ძალიან კარგი მოსავალია და საკმაოდ იაფიც ღირს - კილოგრამი 1 ლარი. დიასახლისებმა ეს შანსი ალბათ ხელიდან არ უნდა გაუშვან, რადგან ღოღნაშოსგან ტყემალივით საწებელიც მზადდება, მურაბაც და წვენიც. ეს უკანასკნელი გემოთი და თვისებებით ალუბლის წვენსარ ჩამოუვარდება. გთავაზობთ სამივე რეცეპტს - საწებლის, მურაბისა და ზამთრისთვის შესანახი წვენის.

 

 

ღოღნაშოს საწებელი

 

 

ღოღნაშოს საწებელი ტყემალთან შედარებით გაცილებით ტკბილია, ამიტომ ძალიან უხდება ღორის და ქათმის ხორცს. ეს საწებელი ჩვეულებრივი ტყემლის რეცეპტით მზადდება. თუმცა შეგიძლიათ შეურიოთ წითელი ტყემალიც და ქლიავიც.

 

 

დაგჭირდებათ:

 

 

  • 2 კილოგრამი ღოღნაშო
  • 1 თავი ნიორი (დაახლოებით 10-12 კბილი)
  • 1-2 მწარე წითელი წიწაკა
  • 1 დიდი კონა აყვავებული ქინძი
  • 1 დიდი კონა კამა
  • 1 პატარა კონა ომბალო
  • მარილი

 

მომზადების დეტალური რეცეპტი იხილეთ აქ