myquiz

ანტიცელულიტური დიეტა - რა უნდა მიირთვათ, თუ "ფორთოხლის კანი" გაწუხებთ - Gemrielia.ge

ანტიცელულიტური დიეტა - რა უნდა მიირთვათ, თუ "ფორთოხლის კანი" გაწუხებთ

ქალების უმეტესობა ოცნებობს სამუდამოდ მოიცილოს ცელულიტი. რეალურ ცხოვრებაში, ეს პრობლემა ტოპ მოდელებსაც კი აწუხებთ, თუმცა პროფესიონალი ვიზაჟისტებისა და ფოტოშოპის დახმარების გარეშე ამას ვერ ვახერხებთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ანტიცელულიტური დიეტა უმკლავდება ისეთ რთულ პრობლემასაც კი, რომელსაც ჩვენ „ფორთოხლის კანს“ ვუწოდებთ.

 

ანტიცელულიტური დიეტა მკაცრი წესებითაა განსაზღვრული, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ქვემოთ ნახავთ კონკრეტული კერძების რეცეპტებს, რომლებიც, როგორც რეგულარული დიეტის ნაწილი, აქტიურად უწყობს ხელს ცელულიტის გაქრობას.
 



ანტიცელულიტური დიეტის წესები:

წესი 1: მიიღეთ ცხელი და ცივი საკვები
წესი 2: ჭამეთ სურვილისამებრ ან გეგმის მიხედვით
წესი 3: დაიცავით დიეტა 10 დღის განმავლობაში
წესი 4: მიირთვით იმდენი ბოსტნეული, რამდენიც გსურთ
წესი 5: აწონვის ნაცვლად გაიზომეთ სხეულის პატარამეტრები


 

რა უნდა ჭამოთ ანტიცელულიტური დიეტის დროს

 

ქერის ბიობურგერი
პროდუქტები: 1 ცალი მარცვლეულის პური, სალათის ფოთოლი, 1 პომიდორი, ქერის კოტლეტი.
მოვამზადება: პური გაჭერით შუაზე, შიდა მხარე დაფარეთ სალათის ფოთლებით, შიგნით ჩადეთ პომიდვრის ნაჭრები და კოტლეტი.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, თუთია, სელენი.

 

ბროკოლის სალათი
 

პროდუქტები: 250 გრ ბროკოლი, 2 ჩ.კ. ქიშმიში, 1 ს.კ. ვაშლის წვენი, რეჰანი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ჯავზი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ძმარი, 4 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი, 1 ნაჭერი მარცვლეულის პური.
მომზადება: ბროკოლი გავასუფთავოთ და რამდენიმე წუთით ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, შემდეგ კი გადავავლოთ ცივი წყალი. ქიშმიში და ვაშლის წვენი გადავურიოთ, დავამატოთ ზეთი, ძმარი და ბულიონი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ რეჰანი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ჯავზი და წინასწარ მომზადებული ბროკოლი. ბოლოს მიღებული მასა გადავიტანოთ პურზე.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალიუმი, თუთია, სპილენძი.

ავოკადოს სალათი
 

პროდუქტები: ნახევარი ავოკადო, 50 გრ. სოკო, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 1 ს.კ. ძმარი, ნიორი, მარილი, წიწაკა.
მომზადება: ავოკადო და სოკო დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად, მოამზადეთ სოუსი მცენარეული ზეთისგან, ძმრისა და სანელებლებისგან და გადაურიეთ სოკოსა და ავოკადოს მიქსს.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი, სელენი

 

ქერის ბლინები კიტრით
 

პროდუქტები: 30 გრ ქერი, 100 მლ. წყალი, 2 ს.კ. შვრიის ფანტელი, 1 ც. კვერცხი, მარილი, პილპილი, 1 ჩ.კ. ცხიმი, 100 გრ. კიტრი, 3 ს.კ. იოგურტი, ლიმონის წვენი, წიწაკა, კამა.
მომზადება: ქერს დაასხით 100 მლ. წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ მოხარშეთ ამ წყალში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და შეურიეთ შვრიის ფანტელი, კვერცხი და სანელებლები. მიღებული მასა გაყავით სასურველ ზომებად და გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ბლინებს მოაჭერით კიტრი და მოასხით ლიმონის წვენის, წიწაკისა და კამის სოუსი.
ანტიცელულიტური აქტიური ნივთიერებები: კალციუმი, თუთია, სელენი.
 

გააგრძელეთ კითხვა