რა შემთხვევაში არ შეიძლება ძირს ჩამოცვენილი ხილის ჭამა და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება - სპეციალისტის განმარტება - Gemrielia.ge

რა შემთხვევაში არ შეიძლება ძირს ჩამოცვენილი ხილის ჭამა და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება - სპეციალისტის განმარტება

ზაფხულსა და შემოდგომაზე სხვადასხვა სახეობის ხილი ძირს იყრება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით იყრება ვაშლი და მსხალი. ცხადია, ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა მათი საკვებად გამოყენება და, თუ შეიძლება, როგორ უნდა მოვამზადოთ ისე, რომ საკვებით ინტოქსიკაცია თავიდან ავირიდოთ.

 

როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული აღნიშნავს, ძირს ჩამოყრილ ხილს ბევრი გაფუჭებული ადგილი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა მიღება არცერთ შემთხვევაში არ ღირს: 

 

„ძირს ჩამოყრილ ხილს ნიადაგიდან ნებისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერია შეიძლება აჰყვეს. ლპობის დროს ბაქტერიების გამრავლება ხდება, ხოლო, როცა სუნი აქვს პროდუქტს, მაგ დროს უკვე მომწვამლელო ტოქსინებია წამორმოქმილი, ამდენად, სუნი გაფუჭების ბოლო ეტაპია.

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირს ჩამოყრილი ხილის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. მთავარია საფუძვლიანად გაირეცხოს და ის ნაწილები მოეჭრას, რომლებიც დაბეჟილი ან დამპალია. ძირს ჩამოყრილი ხილის გამოყენება შეგიძლიათ მურაბებში, ჯემებში... ასევე, მათგან ჩირის მომზადებაც შესაძლებელია. ამ გზით მასში ყველაზე მეტი ვიტამინი შენარჩუნდება,“ - აღნიშნავს ირაკლი არაბული.

 

 

გაითვალისწინეთ:

 

  • თუ საშუალება გაქვთ, ხის ქვეშ დიდი ცელოფანი დააფინეთ და ხილი მასზე დაიყრება;
  • დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით მოაგროვეთ ჩამოყრილი ხილი, დიდხანს ნუ დატოვებთ მიწაზე;
  • აუცილებლად გარეცხეთ ხილი კარგად, სანამ გამოიყენებთ.
  • დამპალი და დაბეჟილი ნაწილი აუცილებლად მოაჭერით;
  • ჩამოყრილი ხილი საკვებად შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ მოამზადეთ მისგან ჩირი, მურაბა, ჯემი კომპოტი. სხვათა შორის, ძირს ჩამოყრილი ვაშლისგან ვაშლის ძმარს და არაყსაც კი აკეთებენ.