ცოტა რამ ქოქოსის კაკალზე - Gemrielia.ge

ცოტა რამ ქოქოსის კაკალზე

ქოქოსის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია: ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზიაა. ქოქოსის პალმა სიმაღლეში 20-25 მეტრამდე იზრდება და ყოველ წელს 100-მდე კაკალს ისხამს. ქოქოსის დასახელება მოდის პორტუგალიური სიტყვისგან coco, რაც ნიშნავს მაიმუნს და ეწოდა მისი ნაყოფის მაიმუნთან მსგავსების გამო.

ქოქოსის კაკლებს შეუძლიათ იმოგზაუროთ ზღვის ტალღების საშუალებით ადამიანის დახმარების გარეშე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იგი გამრავლდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში.

მეურნეობაში ქოქოსის პალმის ყველა ნაწილი გამოიყენება. ინდონეზიელები ამბობენ, რომ იგი იმდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რამდენი დღეც არის წელიწადში. ქოქოსს იყენებენ როგორც სამშენებლო მოსაპირკეთებელ მასალას, მოიხმარენ საოჯახო ნივთებისა და ხელსაწყოების დასამზადებლად, ხმარობენ საწვავად, პარფიუმერიასა და კულინარიაში. უმწიფარ ნაყოფში არსებული სითხისგან აკეთებენ ძმარს. რბილობისგან ხდიან უძვირფასეს ცხიმს, რომელსაც პარფიუმერიაში ფართო გამოყენება აქვს. ქოქოსის ცხიმი პოპულარულია კულინარიაში. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო ქოქოსის გახეხილი რბილობისგან მოხარშული თაფლის რეცეპტი. პალმის ღეროს წვენისგან ყენდება ღვინო. ყვავილები გამოიყენება სალათებში, ხოლო მათი წვენისგან კი ამზადებენ შაქარსა და ვაჟინს. ნაყოფის თმიანი გარსისგან ინდონეზიის მოსახლეობა ამზადებს თოკებს. ქოქოსის სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, მისი რბილობი და მისგან დამზადებული რძე შეუცვლელი პროდუქტია ტაილანდურ სამზარეულოში. ქოქოსის რძის ბაზაზე მზადდება წვნიანები, სხვადასხვა სახის ტკბილეული, იხარშება ბრინჯი და მიირთმევენ უმადაც. ნორჩი ქოქოსის სითხე ეფექტურად კლავს წყურვილს.

რჩევები ქოქოსის გამოყენების დროს:

ქოქოსი და მისგან დამზადებული პროდუქტები შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის დიდი რაოდენობითაა В ჯგუფის ვიტამინები, С და Е ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, იოდი, მარგანეცი, სპილენძი, თუთია, ფტორი და სხვა.

ქოქოსის რძე და რბილობი აუმჯობესებს მხედველობას და აღადგენს ძალებს.

ქოქოსის ცხიმი ამაგრებს თმებს, დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

ქოქოსი საუკეთესო საშუალებაა კუნთებისა და სახსრების პრობლემებისათვის., ამაღლებს იმუნიტეტს და ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.

ქოქოსის რბილობი ლაურინის მჟავის წყალობით (ერთადერთი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც დედის რძეში მოიპოვება) აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.

ქოქოსი აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

ქოქოსი ცნობილია, როგორც ძლიერი აფროდიზიაკი.

ქოქოსისა და მისი პროდუქტების უკუჩვენება არ არის ცნობილი.