2 განსხვავებული საშემოდგომო სუპი, რომლებიც სეზონზე აუცილებლად უნდა გააკეთო - Gemrielia.ge

2 განსხვავებული საშემოდგომო სუპი, რომლებიც სეზონზე აუცილებლად უნდა გააკეთო

შემოდგომა ყველაზე ფერადი და უხვი სეზონია. ამ დროს საშემოდგომო ხილ-ბოსტნეულის გარდა ზაფხულის ნუგბარიც შემორჩენილია, რაც საშუალებას გვაძლევს კულინარიულ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და საყვარელი კერძები მოვამზადოთ.

 

გარდა იმისა, რომ შემოდგომაზე ხილისა და ბოსტნეულის დიდი არჩევანი გვაქვს, იგი განსაკუთრებულად უყვართ წვნიანების მოყვარულებს. მართლაც, შემოდგომის გრილ დღეებში ცხელი წვნიანი ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რისი მირთმევაც კი ამ სეზონზე შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ „ნიკორა“ 2 განსხვავებულ საშემოდგომო სუპის რეცეპტს გვიზიარებს, რათა ახალ სეზონს გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო კერძებით შევხვდეთ.

 

1.    ბოსტნეულის სუპი სოსისით
 

 

 

კიდევ ერთი იდეა მათთვის, ვისაც მხოლოდ ბოსტნეულის წვნიანები არ უყვართ. ამ სუპის მთავარი ინგრედიენტი „ნიკორას“ სოსისი „ბერნერია“, რომელიც ხორცთან ერთად  ჰოლანდიურ ყველსაც შეიცავს, რაც თქვენს საშემოდგომო წვნიანს სამეფო კერძად აქცევს.

 

დაგჭირდებათ:

 

•    „ნიკორას“ სოსისი „ბერნერი“ - 1 შეუთვა

 

 

•    ხახვი - 2 ცალი

•    სტაფილო - 2 ცალი

•    ბულგარული წიწაკა - 1-2 ცალი

•    კარტოფილი - 1-2 ცალი

•    ნიორი - 2 კბილი

•    ისპანახი 

•    ქათმის ბულიონი (ან წყალი) - 3-4 ჭიქა ან სურვილისამებრ

•    ცოცხალი ან კონსერვის პომიდორი

 

მომზადების წესი:

 

ქვაბში 1 სკ ზეთთან ერთად მოთუშეთ დაჭრილი სოსისი. ორი წუთის შემდეგ სოსისი თეფშზე გადაიტანეთ, იმავე ქვაბში კიდევ 1 სკ ზეთი დაუმატეთ და ხახვი და სტაფილო მოთუშეთ. 3 წუთში დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და ნიორიც. შუშეთ 2 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ბულიონი, პომიდორი და დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი რომ მოიხარშება, სოსისი დაუმატეთ. ბოლოს ისპანახი შეურიეთ და მარილით შეაზავეთ.

 

გემრიელად მიირთვით!

 

2.    იტალიური სუპი ლორის ნაჭრებით

 

 

ამ სუპში მთავარი საშემოდგომო ბოსტნეული ახალი, ნედლი ლობიოა. ხოლო იმისათვის, რომ ბოსტნეულის უბრალო წვნიანი ნოყიერ კერძად იქცეს, „ნიკორას“ შაშხი დაუმატეთ, იგი  წვნიანს საოცარ გემოსა და არომატს მისცემს.

 

დაგჭირდებათ:

 

•    ლობიო (სასურველია ახალი, თუმცა ხმელიც შეიძლება, თუ წინასწარ მოხარშავთ) - 500 გ

•    „ნიკორას“ შაშხი „ჩალაღაჯი“ - 200 გ

 

 

•    სტაფილო - 2 ცალი

•    ხახვი  -2 ცალი

•    ნიორი - 2 კბილი

•    პომიდორი - 2 ცალი (ან მთელი პომიდვრის კონსერვი)

•    ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 2-3 ჭიქა (უკიდურეს შემთხვევაში - წყალი)

 

მომზადების წესი:

 

სტაფილო და ხახვი კუბიკებად დაჭერით. ქვაბში ცოტა ზეთი ჩაასხით და ბოსტნეული მოთუშეთ. ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, დაასხით ბულიონი ან წყალი, დაამატეთ პომიდორი და ლობიო. ლობიო რომ მოიხარშება, დაჭრილი შაშხიც დაუმატეთ, ბოლოს კი - ნიორი, მარილი და ცოტა პილპილიც. ორიგინალ რეცეპტში მწვანილები არ ემატება, მაგრამ თქვენ თუ გსურთ, ცოტა ოხრახუშის, ქინძისა თუ კამის დამატებაც შეგიძლიათ.

 

გემრიელად მიირთვით!