როგორ გადავუღოთ კერძს ისეთი ფოტო, რომ გამომწერების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდოს - რამდენიმე ხრიკი ფოდბლოგერებისთვის - Gemrielia.ge

როგორ გადავუღოთ კერძს ისეთი ფოტო, რომ გამომწერების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდოს - რამდენიმე ხრიკი ფოდბლოგერებისთვის

ფუდბლოგერი არის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სოციალურ ქსელში საკვების ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს და საკვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას წერს (პროდუქტები, რეცეპტები და სხვა). ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ რაც უნდა მიმზიდველი რეცეპტი ჰქონდეს ფოტოს მითითებული, ის თუ ეფექტური არ არის, აუდიტორიის ყურადღებას ვერ მიიქცევს.

 

როგორ გადავუღოთ კერძს ისეთი ფოტო, რომ გამომწერების რაოდენობა გაიზარდოს? დამწყებ ფოდბლოგერებს რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

 

 

განათება

 

განათება არის თქვენი ყველაფერი. დიახ, დამწყებმა ბლოგერმაც კი უნდა იცოდეს, რომ ფოტო კარგი განათების გარეშე თავისი პოტენციალის ნახევარსაც კი ვერ უჩვენებს. ამიტომ რჩევები განათების სწორად გამოსაყენებლად:

 

•    უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ განათებას. მზე თქვენი საუკეთესო მეგობარია. მოძებნეთ სახლში ყველაზე ნათელი ადგილი და სწორედ იქ მოათავსეთ თქვენი კერძი. არასოდეს გამოიყენოთ მობილურის განათება, თორემ მთელ სილამაზეს დაუკარგავთ თქვენს ნახელავს.

 

•    აუცილებელი არ არის ფოტო მაინც და მაინც სამზარეულოში გადაიღოთ. თუკი სინათლე ყველაზე კარგად საძინებელში შემოდის, სწორედ იქ გადაიღეთ ფოტო. ახლო კადრით ნამდვილად ვერავინ მიხვდება, რომ იმ ადგილას ცოტა ხნის წინ უდრტვინველად გეძინათ.

 

 

•    ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან გადაიღეთ. როგორც ადამიანებს გვაქვს კარგი მარჯვენა ან მარცხენა პროფილი, ისეა კერძებიც - სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა მხარე აქვს კარგი. მაგალითად, პიცისთვის ზედხედიდან გადაღებული ფოტო იდეალურია, მაგრამ ასეთივე რაკურსი სასმელისთვის არ გამოდგება. ბევრი კუთხით გადაიღეთ ფოტოები და მხოლოდ საუკეთესო გამოაქვეყნეთ.

 

•    ნუ გადატვირთავთ ფონს ჭურჭლითა თუ გამოყენებული ინგრედიენტებით. ფოკუსში მოაქციეთ კერძი, მაგრამ ისე ახლო ხედიდანაც ნუ გადაიღებთ, რომ კერძის გარჩევა შეუძლებელი იყოს.

 

 

გავრცელებული შეცდომები food ფოტოგრაფიაში:

 

•    ბუნდოვანი ფოტოები - თუ მეტისმეტად „გაბლარული“ ფოტოები გამოგდით ხოლმე, გაითვალისწინეთ: მობილური თუ კამერა ხელში გაიშეშეთ და მყარად დაიჭირეთ (დიახ, სათქმელად მარტივია, შესასრულებლად - რთული). თუ მაინც გიკანკალებთ ხელი, სტაბილიზატორი ან სადგამი დაგჭირდებათ.

 

•    უსიცოცხლო ფოტოები - სანამ ფოტოების დამუშავებას დაიწყებთ, white balance გაასწორეთ. როცა იგი გასწორებულია ნათელი და ცოცხალი ფერები გამოდის.

 

•    მეტისმეტად დამუშავებული ფოტოები - კერძის ფოტოს ყოველთვის მარტივად ეტყობა, როცა ზედმეტად დამუშავებულია. თუ გინდათ, თქვენი ფოტოები მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ნუ გამოიყენებთ ინსტაგრამის მზა ფილტრებს. ხელით დაარეგულირეთ განათება, სიმკვეთრე და სხვა მახასიათებლები.

 

 

რაც მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფოტოებს იღებთ, შემოგვიერთდით „გემრიელიას“ ჯგუფში და გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები (ან სხვების რეცეპტები დაათვალიერეთ, არ მოიწყენთ).